"ის შეიძლება გადაგვედოს კოცნით, შეხებით, პირსახოცით, ყოველდღიური ნივთების გაზიარებით..." - ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩვენს ორგანიზმში წლობით მიძინებული იყოს
ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი ლორიამ და ქირურგ-ოფთალმოლოგმა რეზო ომიაძემ გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ისაუბრეს, რა იწვევს ჰერპესის ვირუსის განვითარებას და როგორ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ:
გიორგი ლორია: ორი ტიპის ვირუსები არსებობს. ერთი ჯგუფი გრიპის ტიპის ვირუსებს მიეკუთვნება, რომლებსაც სეზონურობა ახასიათებთ. მაგრამ, არსებობს ისეთი ვირუსებიც, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ და მთელი ცხოვრების განმავლობაში, მიძინებულ მდგომარეობაში მუდმივად არიან და პერიოდულად შეიძლება, რაღაცამ გაამწვავოს.
რეზო ომიაძე: სწორედ ასეთი ვირუსული ინფექცია ჰერპესი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის 90%-ში გვხვდება.
გიორგი ლორია: ჰერპეს ვირუსებში სხვადასხვა ჯგუფი გამოიყოფა. პირველი ტიპის ჰერპეს ვირუსი სახეზე, ძირითადად, პირის გარშემო გვხვდება. სამწვერა ნერვში ცხოვრობს და კონკრეტულ გამღიზიანებელზე ბუშტუკის სახით გამოვლინდება. არსებობს მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსი, რომელიც რეპროდუქციულ ორგანოებზე გამოვლინდება. მესამე ტიპის ვირუსის დროს ნეკნის გარშემოა გამონაყარი და ეს ძალიან მტკივნეულია. მეოთხე ტიპის ვირუსის დროს ყელის გარშემო ლიმფური კვანძები დიდდება და ესეც ჰერპესის ვირუსია. მეხუთე ტიპის ციტომეგალოვირუსია, რომელიც განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს ანომალიების ჩამოყალიბებას იწვევს და ერთ-ერთი ყველაზე საშიში მერვე ტიპის ჰერპეს ვირუსია, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებში კაპოშის სარკომის გამომწვევია და ცუდად მთავრდება. მაგრამ, პირველი ტიპი ყველაზე გავრცელებული და იოლი ფორმაა და ჩვენ მარტივ ჰერპესს ვეძახით...განაგრძეთ კითხვა