"ამ დოზით 10 საშუალო ზომის პასკა გამოდის" - შინაური პასკის იოლი რეცეპტი
ბავშვებისთვის აშკარად შინაური პასკა ჯობია სააღდგომოდ საკონდიტრო საწარმოები პასკების ისეთ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ, რომ მისი სახლში ცხობა საჭირო აღარ არის. თუმცა დამეთანხმებით, ბავშვებისთვის აშკარად შინაური პასკა ჯობია. ვინც არ დაიზარებს და შინ გამოცხობას გადაწყვეტს, ვთავაზობთ ამ რეცეპტით იხელმძღვანელოს. ამ დოზით 10 საშუალო ზომის (არა დიდი) პასკა გამოდის. თუ თქვენთვის ბევრია, დოზები გაანახევრეთ.
სანამ უშუალოდ ცხობას შეუდგებით, სასურველია 2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასკისთვის საჭირო ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა დაგჭირდებათ).
ინგრედიენტები:
- 3 ჭიქა რძე
- 50 გრ. საფუარი
- 1,300 კგ შაქარი
- 3,300 კგ ფქვილი
- 700 გრ. კარაქი (ან მარგარინი)
- 1 ცალი ფორთოხლის გახეხილი კანი (ცედრა)
- ლიმონის ესენცია ან ცედრა.
- 12 კვერცხი
- ქიშმიში 500 გრამი (სურვილის შემთხვევაში - ცუკატებიც)