13 ლარი 1 კილოგრამი - საქართველოში მწვანილის ფასმა მოიმატა
საქართველოში მწვანილი გაძვირდა. ადგილობრივ მარკეტებში ღირებულება საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა და თითქმის გაორმაგდა.
უფრო კონკრეტულად კი, 100 გრამი ქინძი, ოხრახუში და კამა 1,3 ლარი გახდა, ამავე ოდენობის ახალი ხახვის ფასი 3,5 ლარს შეადგენს, ხოლო 100 გრამი სალათის ფოთოლი 4 ლარი გახდა.
რაც შეეხება დაფასოებულ მწვანილს, 50-გრამიანი შეფუთვით ქინძი, ოხრახუში და კამა 0.95 ლარი ღირს, ამავე წონით მწვანე ხახვის ფასი 1,5 ლარია, რაც შეეხება პიტნას, რეჰანს და რუკოლას, ისინი 1,8 ღირს, ხოლო 150 გრამი ისპანახის ფასი 2,90 ლარი გახდა.