5 მთავარი შეცდომა უძრავი ქონების გაყიდვისას - Gemrielia.ge

5 მთავარი შეცდომა უძრავი ქონების გაყიდვისას

უძრავი ქონების გამყიდველი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გააფორმოს მომგებიანი გარიგება. ამასთან, ყველას სრულად არ ესმის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება, უშვებენ ტიპურ შეცდომებს, რაც იწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს, სტრესს და პოტენციური მყიდველების დაკარგვას.

მოდით განვიხილოთ 5 მთავარი შეცდომა, რომელსაც ბინის მეპატრონეები უშვებენ გაყიდვის პროცესში და შევისწავლოთ მათი თავიდან აცილების გზები.

gemrielia-2-1714376701.jpeg

შეცდომა №1: განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების გადაჭარბებული ფასი

გაბერილი ფასები ბინის მესაკუთრეთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. უძრავი ქონების ბაზარზე მესაკუთრეთა დაახლოებით 80% ზედმეტად უწევს ფასს. ეს დაახლოებით ასე ხდება - გამყიდველი აანალიზებს მსგავსი ქონების ღირებულებას ინტერნეტში, აქცენტს აკეთებს ფასის ზედა ზღვარზე, დარწმუნებულია, რომ მისი ბინა ბევრად უკეთესია, ზრდის ღირებულებას 3-5% -ით და შემდეგ კიდევ ამატებს საშუალოდ 10-15% მომდევნო ფასდათმობისთვის. ამრიგად, საბოლოო ფასი 20-30%-ით აღემატება საშუალო ღირებულებას ბაზარზე. საქართველოს ქალაქებში უძრავი ქონების მიმდინარე ფასებს შეგიძლიათ გაეცნოთ Korter.ge-ზე, სადაც განთავსებულია არამარტო საცხოვრებლის გაყიდვის, არამედ გაქირავების განცხადებები.

შეცდომა №2: გაყიდვის წინა არასაკმარისი მზაობა

ბევრი გამყიდველი უგულებელყოფს გაყიდვამდე ბინის მოწესრიგებას ან კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას, თვლის, რომ პოტენციური კლიენტისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის მაინც გადააკეთებს მას სათავისოდ. თუმცა, ჩამოხეული შპალერი და მოუვლელი დეფექტებიანი იატაკის საფარი შექმნის უარყოფით შთაბეჭდილებას ბინაზე და, უფრო მეტიც, შეიძლება გახდეს გარიგებაზე უარის მიზეზი. ავეჯის გარკვეულმა მოწყობამ ან ოთახში დეკორის სიმრავლემაც კი შეიძლება შექმნას მოუწესრიგებელი ეფექტი და შთანთქას სივრცის ნაწილი, რაც კლიენტს დაგაკარგვინებთ.

ბინის გასაყიდად გამოტანამდე უნდა დაალაგოთ ბინა, გაასუფთავოთ, შეაკეთოთ სანტექნიკა ან, თუ შესაძლებელია, გაიტანოთ ძველი ავეჯი. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ დაბალ ფასიანი კოსმეტიკური რემონტი, გააკრათ ახალი კედლის საფარი ან გაათეთროთ ჭერი. ეს კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს მყიდველზე.

შეცდომა №3: განცხადების მოხსნა გაყიდვიდან გარიგებამდე

პოტენციურ მყიდველთან ზეპირი შეთანხმების შემდეგ სხვა კანდიდატების განხილვაზე უარის თქმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მყიდველი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი განცხადების ნახვით, მას შეუძლია მოიძიოს და არჩევანი გააკეთოს უძრავი ქონების უფრო მომგებიანი ვარიანტის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში გამყიდველი კარგავს დროს და პოტენციურ მომხმარებელს, რამაც შესაძლოა ფასის შემცირების აუცილებლობა გამოიწვიოს. თუ გეგმავთ ბინის გაყიდვას თბილისში, დარწმუნდით, რომ თქვენი განცხადება გამოირჩევა სხვა მსგავს შემოთავაზებებს შორის Korter.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია ბაზარზე არსებული აქტუალური შემოთავაზებები.

თანხის ნაწილის მიღების შემდეგ, გამყიდველმა უნდა იურიდიულად დაამოწმოს თანხის მიღება. თუ მყიდველი უარს იტყვის გარიგებაზე, დატოვებული საგარანტიო თანხა ე.წ. ბე მას არ დაუბრუნდება. ასეთი პირობა მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში, რომელიც შედგენილია ორ ეგზემპლარად და დამოწმებულია ნოტარიულად. ეს უზრუნველყოფს ორივე მხარის უფლებების დაცვას. შეისწავლეთ თქვენი უფლებები და სანამ ხელს მოაწერთ დარწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი სწორია. გამყიდველებსა და მყიდველებს გირჩევთ გაეცნოთ უძრავი ქონების ბაზრის აქტუალურ შეთავაზებებს გასაყიდ ბინებს ბათუმში უძრავი ქონების ადეკვატური ღირებულების დასადგენად.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ბეს გადახდის შემდეგ მხარეები წყვეტენ გარიგებას. თუ შეწყვეტის ინიციატორი მყიდველია, მაშინ მას არ აქვს ბეს დაბრუნების უფლება, მაგრამ თუ გამყიდველი უარს იტყვის ტრანზაქციაზე, მან არა მხოლოდ უნდა დააბრუნოს დატოვებული თანხა, არამედ უნდა გააორმაგოს თანხა კომპენსაციის სახით. იურისტები გვირჩევენ ბეს ოდენობა არ აღემატებოდეს სრული ღირებულების 5-10%-ისა, რაც გონივრული სიფრთხილის ზომაა.

შეცდომა №4: სიჩქარე

არ შეიძლება უძრავი ქონების გაყიდვის გარიგების ნაჩქარევად განხორციელება, არ დაივიწყოთ სიფრთხილე, რადგან თაღლითობისა და ხელშეკრულების გაფორმებისას შეცდომების დაშვების მრავალი რისკი არსებობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გარიგების ბათილად ცნობა ან მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბეს მიღებამდე საბუთების წინასწარ მომზადება.

შეცდომა №5: არაპროფესიონალი უძრავი ქონების აგენტების დახმარება

ხშირად, მფლობელები, რომლებმაც დაკარგეს საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვის იმედი, მიმართავენ შუამავლების მომსახურებას, ხშირად თანამშრომლობენ არაკეთილსინდისიერ მაკლერებთან და უძრავი ქონების სააგენტოებთან.

R