რა უჯდებათ მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაულისთვის მზადება?
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
მოქალაქეთა ნაწილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ პასკა მარკეტების ნაწილში საკმაოდ ძვირი ღირს. დავინტერესდით თუ როგორი ფასებია ბაზარში და რა უჯდებათ მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაულისთვის მზადება.
ბაზარში ყველაზე ძვირად ღირებული პასკა შოკოლადის მინანქრით, რომელიც 850 გრამს იწონის, 12 ლარი ღირს. სხვადასხვა წონის პასკის ფასები ასე გამოიყურება:
- 300 გრამიანი (კლასიკური) - 3.5 ლარი;
- 500 გრამიანი (კლასიკური) - 6.5 ლარი;
- 550 გრამიანი (შოკოლადით) - 8 ლარი;
- 700 გრამიანი (კლასიკური) - 6.9 ლარი;