რა ღირს ქართული წარმოების ალუჩის და ახალი კარტოფილი ბაზრებსა და მარკეტებში?
ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ახალ ქართულ კარტოფილს, სხვადასხვა ქსელურ მარკეტში 1კგ-ის ფასი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრებში ერთი კილოგრამი ახალი კარტოფილის ფასი 5 ლარიდან იწყება.
ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში იმპორტირებულია 203 ათასი დოლარის 773 ტონა კარტოფილი, ხოლო ექსპორტირებულია 55.5 ათასი დოლარის 146 ტონა ქართული წარმოების კარტოფილი...განაგრძეთ კითხვა