როგორ გავხადოთ სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი? - Gemrielia.ge

როგორ გავხადოთ სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი?

აღდგომამდე რამდენიმე დღე რჩება და სადღესასწაულო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის. 40-დღიანი დიდი მარხვის შემდეგ, მორწმუნეები დიდი სიხარულით ელოდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დიასახლისების მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა სადღესასწაულო სუფრის მომზადებას, რომელიც სპეციალურად მომზადებულ კერძებთან ერთად, შესაბამისი დეკორაციებითაც გამოირჩევა.

სტატიაში განხილულია რამდენიმე იდეა, რომელიც დიასახლისებს დაეხმარებათ წლევანდელი სააღდგომო სუფრა დასამახსოვრებელი და მეტად მრავალფეროვანი გახადონ.

პასკა

პასკა სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია. სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, ეს უგემრიელესი დესერტი საოცარი ტექსტურითა და არომატით გამოირჩევა. არსებობს მრავალი სახეობის პასკა, თუმცა, რაც ყველა მათგანს აერთიანებს, ეს - ქიშმიშია. ქიშმიშთან ერთად ხშირად გამოიყენება ცუკატები და სხვადასხვა ჩირეული, მათ შორის, გარგარის ჩირი, ატმის ჩირი და ქლიავის უკურკო ჩირი. ყველაზე არომატული პასკის და სხვა სააღდგომო დესერტის რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

shutterstock-1655722432-1714483099.jpg

სააღდგომო კვერცხი

აღდგომის სუფრის კიდევ ერთი აუცილებელი ატრიბუტი წითელი კვერცხია, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს მორწმუნეებისთვის. ზოგჯერ დიასახლისები კვერცხებს სხვა ფერებშიც ღებავენ. ფერადი კვერცხი ნებისმიერ სუფრას ამშვენებს. ქიმიური საღებავების გამოყენების ნაცვლად, უმჯობესია კვერცხი შეიღებოს ბუნებრივად. მაგალითად, წითელი ფერის მისაღებად იყენებენ ენდროს ან წითელი ხახვის კანს, ლურჯის მისაღებად - მოცვს, ყვითლის მისაღებად - კურკუმას.

shutterstock-2278261391-1714483138.jpg

ჩაქაფული

მძიმე მარხვის შემდეგ, სააღდგომო სუფრა მრავალი გემრიელი და ნოყიერი კერძით გამოირჩევა, მათ შორის, ერთ-ერთია ჩაქაფული, რომელსაც ძირითადად ბატკნის ხორცისგან ამზადებენ. თუმცა, არსებობს ამ კერძის ვეგეტარიანული ვერსიაც, რომლის მთავარი ინგრედიენტი სოკო ან კარტოფილია.

shutterstock-1092730421-1714483157.jpg

ჯეჯილი

ქართულ სააღდგომო სუფრას ხშირად ამშვენებს ჯეჯილი. ეს არის ახალი ცხოვრების დაწყებისა და სიახლეების სიმბოლო, ხოლო ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხი უკვე სიკვდილზე დამარცხების სიმბოლოდ ითვლება. იმისთვის, რომ სუფრას ხასხასა ჯეჯილი ამშვენებდეს, ხორბალი ორი კვირით ადრე წყლით დანამულ ბამბაზე ითესება.

shutterstock-1898678275-1714483187.jpg

სააღდგომო დეკორატიული აქსესუარები

აღდგომასა და გაზაფხულს განსაკუთრებით ამშვენებს სააღდგომო ფერადი კალათა, რომელიც უკავშირდება ხელახალ დაბადებასა და იმედს. გარდა სილამაზისა და რელიგიური დატვირთვისა, სააღდგომო კალათა იდეალური საჩუქარია ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის. კალათის მორთვა მთლიანად ფანტაზიაზეა დამოკიდებული. პასკასა და ფერად კვერცხთან ერთად, კალათაში ხშირად დებენ შოკოლადებს და სხვადასხვა ნუგბარს.

shutterstock-2258441157-1714483219.jpg

სააღდგომო კურდღელი

დასავლურ სამყაროში, პასკასა და წითელ კვერცხთან ერთად, აღდგომის კიდევ ერთი დეკორატიული სიმბოლო კურდღელია. მისი ისტორია გერმანელებს უკავშირდება, რომლებსაც სჯეროდათ, რომ აღდგომის ღამეს, დიდი თეთრი კურდღელი ფერად კვერცხებს ბავშვებს ჩუქნიდა. ბაჭიის ფორმის დეკორაციები და კერძები თანამედროვე ბავშვებსაც ძალიან ახარებთ.

shutterstock-1932056816-1714483251.jpg

თეთრი შროშანები

სააღდგომო სუფრის გასამრავალფეროვნებლად და გასალამაზებლად თეთრ შროშანებს იყენებენ. ეს უკანასკნელი ასევე სააღდგომო ატრიბუტია, რომელიც სიმშვიდისა და სიწმინდის სიმბოლოა.

shutterstock-2276855985-1714483287.jpg

ტკბილეული

ნებისმიერი სუფრა, განსაკუთრებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. ჯანსაღი ნუგბარი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სახის ჩირეული სუფრას ნამდვილად გაამრავალფეროვნებს და თან ტკბილეულის ჯანსაღი ალტერნატივა იქნება. ანანასის ჩირი, ვაშლის ჩირი, ფინიკი, გარგარის ჩირი თუ შავი ქლიავი ჩირი - მრავალფეროვანი გემოების ფართო არჩევანი „ჩემი მარაგი“ - ს ონლაინ მაღაზიიდან შეიძლება დაგხვდებათ.

shutterstock-2435463201-1714483344.jpg

განსაკუთრებული და მრავალფეროვანი სააღდგომო სუფრის შექმნა „ჩემი მარაგის“ რჩეული პროდუქტებითაა შესაძლებელი. ხელით ნარჩევი პროდუქტი საუკეთესო ხარისხისაა და უკონკურენტო ფასით გამოირჩევა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის განთავსების შემდეგ კი მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც დაკავებულ დიასახლისებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი დრო გაატარონ ოჯახთან და ისიამოვნონ აღდგომის დღესასწაულით.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს 250 - მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R