"არაა რთული გასაკეთებელი... წელიწადში ერთხელ შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება!" - ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პასკის რეცეპტს აქვეყნებს
ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს.
"2 კილო მშრალი ხაჭო ხელით კარგად გააფხვიერეთ, (ან სახეხზე ჩამოშალეთ) ჩადეთ ორმაგი მარლით ამოფენილ საწურზე, დადეთ ჯამზე და დატოვეთ სიმძიმის ქვეშ,, დროდადრო გამოუშვებს სითხეს და გადაღვარეთ. ამასობაში ათქვიფეთ 600 გრამი კარაქი და შეურიეთ 800 გრამი არაჟანი, 2 ქილა "სგუშონი"(სიტკბო შეგიძლიათ გემოვნებით დაარეგულიროთ და რომ გაქუნქულდება+ დაპრესილი ხაჭო და ხის კოვზით კარგად აურიეთ. ამის შემდეგ თქვენზეა დამოკიდებული, რა გიყვართ - ცუკატები, ქიშმიში, ნიგოზი, თეთრი ბლის მურაბა თუ საზამთროსი, ალუბლის ჩირი, ნუში, მოკლედ, შეაზავებთ + ვანილს და ისევ მარლა ჩაფენილ ნასვრეტებიან ყალიბში ჩავდებთ და ისევ სიმძიმის ქვეშ ვპრესავთ, დროდადრო გადაუღვრით წვენს და შევდგამთ მაცივარში ერთი ღამით, დილით გამოვიღებთ მარლიდან და მოვრთავთ შოკოლადით, ნუშით, დახეხილი ნიგვზით და ა. შ. არაა რთული გასაკეთებელი, ცოტა ძვირია, მაგრამ წელიწადში ერთხელ-შესაძლებელია კალორიების ამ ბომბით აფეთქება! პ.ს. პროდუქტი უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი, პასკა ნედლია და ყველა გემო განსაკუთრებულად იგრძნობა", - წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.