"15 წლიდან ვაცხობ და ყოველ წელს ამ რეცეპტით... ეს პასკა მთელი ქვეყნის რეცეპტორებზეა მორგებული და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს" - ცნობილი ბლოგერი dinnergoneright
ცნობილი ფუდბლოგერი dinnergoneright, სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს პასკის რეცეპტს უზიარებს.
მისი თქმით, კარგი პასკის მოსამზადებლად არც ფინანსები და არც ენერგია არ უნდა დაზოგო.
"არის რაღაც რეცეპტები, რომლის მომზადებისასაც არაფერი არ უნდა დაზოგო - არც თავი, არც დრო, არც ენერგია და არც ფინანსები და ეს რეცეპტი იმდენად იდეალურია, რომ 10 წელია სხვისკენ არ ვიყურები.
ჩემთვის პასკა ზუსტად ასეთია! განსაკუთრებულად მიყვარს... 15 წლიდან ვაცხობ - ყოველ წელს ამ რეცეპტით. რეცეპტი ერთ ძალიან კარგ ქალბატონს ია მინდაძე ასათიანს ეკუთვნის, მისი ოჯახის რეცეპტია და მგონია, რომ ამ ქალმა მთელი ქვეყნის რეცეპტორებს მოარგო ეს პასკა და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს", - წერს სოციალურ ქსელში.
პასკის რეცეპტი:
- 10 კვერცხი
- 1.5 კგ შაქარი
- 1ლ რძე ოლდენბურგერი
- 400გრ კარაქი ოლდენბურგერი
- 300გრ არაჟანი
- 400გრ მაწონი
- 3-4 ს.კ გრანულებიანი საფუარი
- 200 მლ ზეთი
- 3 კგ ფქვილი
- 800გრ ცუკატები
- 3ცალი მუსკატი
- 40ცალი ილი
- 2ს/კ მიხაკი
- 2ს/კ დარიჩინი
- 8 ცალი ვანილი (გააჩნია ვანილს)
- 4 ცალი ლიმონის ცედრა ან ლიმონის ზეთი (სანელებლებთან ერთად)
მომზადების დრო: 1 დღე
ულუფა: 7-8 კგ ცომი (თქვენზეა როგორ გაანაწილებთ)
რამდენ გრამიანი ფორმაც არის იმდენი გრამი ცომი უნდა ჩასვათ 1კგ = 1კგ.
მომზადების წესი:
- 10 კვერცხის გულის დავუმატოთ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)
- 900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და ცოტა მარილი
- 100მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ საფუარი+1ჩ.კ შაქარი+100გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია მალე ამოფუვდება)
- მომზადებულ გოგლიმოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს.
- ათი კვერცხის ცილა და ვანილი ავთქვიფოთ გამაგრებამდე.
- ზემოთ მიღებულ სამ მასას გადავურევთ ერთმანეთში (ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის - გრილი - რძის ცხელი მასა მოკლავს საფუარს).
- ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს. 15 -20 წუთი დავასვენებთ, რა დროსაც ბეზე გაიკეთებს ბუშტუკებს.
- ამოსულ მასას ჩავზილავთ 200მლ ზეთთან ერთად და შევაზილავთ 2,800-3 კგ - მდე ფქვილს. + 400გრ კარაქი.
- მასა რომ ამოვა (2სთ) დავამატებთ ცუკატებს. ვამატებთ ასევე სანელებლებს, რომლებსაც ცომის მოზილვამდე ვასხამთ 100მლ კონიაკს (სასწაული არომატი აქვს) + სამისაცლი ლიმონის ცედრა. ვაცდით ამოფუებას (ვტოვებ მთელი ღამით) და დილით გადაგვაქვს ფორმებში. აქაც უნდა დაიწყოს ამოსვლა მალევე ამოღუნღულდება და ვაცხობთ გაზქურაში 155 გრადუსზე 50წთ.