რომელი პროდუქტები გაიფდა აპრილის თვეში?
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 1.5 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 % იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3% განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აპრილში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, გაიაფებულ პროდუქტებს შორისაა ხახვი, ანტიბიოტიკები და წიწიბურა.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ტოპ-10 გაიაფებული პროდუქტის ჩამონათვალს:
- ხახვი - 39%
- წიწიბურა - 34%
- კარტოფილი - 30%
- ლიმონი - 22%