"ამ პროდუქტის ფასის ფეთქებადი ზრდა დაფიქსირდა" - EastFruit
მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ფასის ფეთქებადი ზრდა დაფიქსირდა. საუბარია ჯანჯაფილზე, რომელიც ერთ დროს ეგზოტიკური და ახლა კი, უკვე ტრადიციული პროდუქტია. როგორც east fruit-ი წერს, აღნიშნულმა ფაქტმა ჯანჯაფილზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რეგიონში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯანჯაფილი, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიასა და საცხობ ინდუსტრიაში.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანჯაფილის ფასის ზრდა, ჩინეთსა და ინდოეთში დაბალმა მოსავლიანობამ გამოიწვია. შედეგად, აზიაში პროდუქტის მარაგები შემცირდა, ახალი მოსავალი კი 6 თვის შემდეგ იქნება.
ამ ეტაპისთვის ჯანჯაფილის მოსავალი იმდენად მცირე და ძვირია, რომ ჩინელებსაც კი, ვისთვისაც ეს პროდუქტი ტრადიციულია, მისი მოხმარების შემცირება უწევთ...განაგრძეთ კითხვა