რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებში? - ნახეთ მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი - Gemrielia.ge

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ სასიყვარულო ურთიერთობებში? - ნახეთ მაისის თვის ასტროლოგიური პროგნოზი

ვე­ნე­რა - სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტა - 23 მა­ი­სამ­დე კუ­რო­შია, თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის ნი­შან­ში. ამ დრომ­დე ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა, ლა­მა­ზი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მარ­ტო­ხე­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სტა­ბი­ლურ, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მყა­რად მდგომ ადა­მი­ა­ნებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია ნაც­ნო­ბო­ბა ლა­მაზ ად­გი­ლას, კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ად­გილ­ზე, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მი­წათ­მოქ­მე­დე­ბას­თან, დი­ზა­ინ­თან. 23-დან პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მეტი სიმ­სუ­ბუ­ქე იქ­ნე­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის კარ­გი დროა, შე­გეძ­ლე­ბათ ფლირ­ტის გაბ­მა, მი­მო­წე­რა ინ­ტერ­ნე­ტით, მსუ­ბუ­ქი, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო რო­მა­ნის და­წყე­ბა. ახლა კი გა­ე­ცა­ნით ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს, რათა შეძ­ლოთ თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა:

ვერ­ძი

პარტნი­ორ­თან ტაქ­ტი­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, მო­გინ­დე­ბათ მუდ­მი­ვად შე­ე­ხოთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, მო­ე­ფე­როთ. გა­გი­ჭირ­დე­ბათ საყ­ვა­რელ საკ­ვებ­ზე უა­რის თქმა ან ტკბი­ლე­უ­ლით ან სა­ხა­მებ­ლის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბით შე­ზღუდ­ვა. საკ­ვებ­ში შე­უ­კა­ვებ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს გა­რეგ­ნო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარ­გი იდეა იქ­ნე­ბა აუ­ზის, სპა-ცენ­ტრის ან სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. გა­ა­ტა­რეთ დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. მა­ის­ში დი­დია მდი­დარ ან გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რის ალ­ბა­თო­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვინ­მე მდი­და­რი ოჯა­ხი­დან ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი. ამი­ტომ, ნუ იტყვით უარს შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, და­ეს­წა­რით სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და იყა­ვით ღია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. ზო­გი­ერ­თი და­ი­წყებთ რო­მან­ტი­კულ მი­მო­წე­რას ინ­ტერ­ნეტ­ში ან და­რე­გის­ტრირ­დე­ბით გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე. ასე­ვე კარ­გი დროა წარ­სუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. იფიქ­რეთ თქვენს სუ­ლი­ერ და მა­ტე­რი­ა­ლურ მიზ­ნებ­ზე, და­ი­სა­ხეთ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად წავა. თქვე­ნი პარტნი­ო­რი მო­უს­მენს თქვენს აზრს, სურ­ვი­ლებს და ად­ვი­ლად გა­მო­ნა­ხავთ კომ­პრო­მი­სებს სა­კა­მა­თო სა­კი­თხებ­ზე. თუ თქვენს ოჯახ­ში რა­ი­მე პრობ­ლე­მა ან გა­უ­გებ­რო­ბაა, დროა გულ­წრფე­ლად ისა­უბ­როთ, გა­ა­ზი­ა­როთ თქვე­ნი აზ­რე­ბი და გა­უ­გოთ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს. თვის ბო­ლოს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, უფრო მე­ტად მი­ენ­დო­ბით ერ­თმა­ნეთს. გა­ა­ტა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში და გა­ერ­თეთ.

კურო

ვე­ნე­რა 23 მა­ი­სამ­დე თქვენს ნი­შან­შია. კი­დევ უფრო მეტ დროს გა­ა­ტა­რებთ სარ­კის წინ, იზ­რუ­ნებთ გა­რეგ­ნო­ბა­ზე და იმი­ჯის შეც­ვლა­ზე. მო­გინ­დე­ბათ იყოთ გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი, მო­ე­წო­ნოთ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მო­ახ­დი­ნოთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა სხვებ­ზე. მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბი­თა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ი­ზი­დოთ. მო­ე­რი­დეთ ქედ­მაღ­ლო­ბას, კრი­ტი­კულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­ნა­მო­სა­უბ­რის მი­მართ და გა­და­ჭარ­ბე­ბულ მო­თხოვ­ნებს პარტნი­ო­რის მი­მართ. სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მე­გობ­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ან ინ­ტერ­ნე­ტით. ზო­გა­დად, მარ­ტო­ხე­ლა კუ­რო­ე­ბის­თვის ეს კარ­გი თვეა ვინ­მეს შე­სახ­ვედ­რად და სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად.

და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კარ­გად წა­რი­მარ­თე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი უს­მენს თქვენს აზრს, კა­მა­თის მი­ზე­ზი ცო­ტაა. მაგ­რამ თქვენ უნდა იყოთ უფრო რბი­ლი და თა­ვა­ზი­ა­ნი. არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ ეგო­იზ­მი და ქედ­მაღ­ლო­ბა. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, გა­ა­ტა­რეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ერ­თად, ეწ­ვი­ეთ გა­სარ­თობ ად­გი­ლებს.

ტყუ­პი

23 მა­ი­სამ­დე შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ სა­ი­დუმ­ლო რო­მა­ნი, რო­მე­ლიც გსურთ და­ი­მა­ლოთ სხვე­ბის­გან. თუ ეძებთ ახალ სიყ­ვა­რულს, მა­ი­სი არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. თუმ­ცა, თუ გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ შეხ­ვდეთ გან­სა­კუთ­რე­ბულს და და­წყვილ­დეთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას. მო­გინ­დე­ბათ თქვე­ნი ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, თუნ­დაც ახლო მე­გობ­რე­ბის­გან. შე­ე­ცა­დეთ გა­ი­გოთ მეტი ახა­ლი პარტნი­ო­რის შე­სა­ხებ. ახა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს შე­ზღუ­დულ სივ­რცე­ში, მა­გა­ლი­თად, სას­ტუმ­რო­ში ან სა­ნა­ტო­რი­უმ­ში...განაგრძეთ კითხვა