"ეს პროდუქტები ბავშვის ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ..." - პირადი ექიმი მარი მალაზონია განმარტავს
პირადი ექიმი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი" საუბრობს, როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება გაზაფხულზე, რომ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებები მიიღოს:
- ზამთარსა და ზაფხულს შორის გარდამავალი პერიოდი დგება. ამაში ახალი არაფერია. თუმცა, ორგანიზმი ცდილობს, ზამთრის "საჩუქრებისაგან" გათავისუფლდეს და ზაფხულისთვის მოემზადოს. ზამთრის "საჩუქართა" შორისაა: კვების რაციონი, კვების რეჟიმი და ულუფა. როდესაც ზამთრისთვის ვემზადებით, კარგად გათბობასაც ვითვალისწინებთ. სახლში გათბობის საშუალებებს, სამოსს ვამოწმებთ. ჩვენი ორგანიზმი კი შიგნით არსებულ ქსოვილებს აუცილებლად გადააწყობს. შეეცდება, მეტი ცხიმი დააგროვოს. იმიტომ, რომ სწორედ ცხიმი დაგვეხმარება უკეთ გათბობაში. თუ ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ, მივირთმევთ უფრო მეტად ისეთ საკვებს, რომლებიც ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით, ნაჯერი ცხიმებით, ტრანსცხიმებითაა მდიდარი, მაქსიმალურად პროცესირებული, დანამატებით დატვირთული იქნება. მსგავსი პროდუქტები ბევრი კალორიის შემცველია, ენერგიით მოგვამარაგებს, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია. ეს ბავშვებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა იმიტომ, რომ ბავშვებს ასეთი გემოები უყვართ. ასეთი პროდუქტები რაციონში სასარგებლო საკვების ჩართვას ურჩევნიათ. ყველა იმ პროდუქტს, რომლებშიც სხვადასხვა დანამატია, ერთი მთავარი ხიბლი აქვს - ის ბავშვებს იზიდავს. ფერითაც, სუნითაც, გემოვნური თვისებებითაც, კონსისტენციითაც... რაც მთავარია, სიამოვნების განცდით, რომელსაც მსგავსი პროდუქტები აღძრავს. ბავშვები არა მარტო ზამთრის პერიოდში, არამედ სხვა დროსაც მიირთმევენ. ამიტომ, გაზაფხულზე განსაკუთრებული ფიქრი გვჭირდება, თუ როგორ დავძლიოთ ასეთი მოდელი და როგორ ვცადოთ, რომ რაციონი სეზონურად გავამდიდროთ. გაზაფხულზე ხომ ახალი პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული შემოდის და სწორედ ამით შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ სიამოვნება და ზამთრის კვების მოდელი ინერციით არ გავაგრძელოთ. ასეთი მოდელი არც ზამთარშია გამართლებული, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა. ხშირად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ცხოველურ ცილებს, ცხიმებს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენს ორგანიზმში უამრავი ნაერთი გროვდება, რომლებიც გაწმენდას მოითხოვს...განაგრძეთ კითხვა