იმერული ხაჭაპურის მომზადება 6,24 ლარი ჯდება - რომელი ინგრედიენტები გაძვირდა და გაიაფდა აპრილში?
2024 წლის აპრილში იმერული ხაჭაპურის ერთი სტანდარტული პორციის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6,24 ლარს შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ინფორმაციას ISET აქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ფასი გაზრდილია, უკვე მეორე თვეა იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება მცირდება. მაგალითისთვის, აპრილში მარტთან შედარებით 2.4%-ით არის ფასი შემცირებული - მარტში იმერული ხაჭაპურის მომზადებისთვის 6.4 ლარი გვჭირდებოდა.
2024 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ქალაქების ჭრილში კლება დაფიქსირდა ბათუმში (5.9%-ით), ქუთაისსა (4.9%-ით) და თბილისში (-3,7%-ით), ხოლო თელავში ფასები 4%-ით გაიზარდა.
აპრილში წლიურად ფასები გაზრდილია ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტზე...განაგრძეთ კითხვა