"ეს არის ინსულტის წინაპირობა და მთავარი რისკი..." - როგორ ავიცილოთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება?
ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა კავშირია არტერიულ წნევასა და ინსულტის განვითარებას შორის.
- როდესაც რომელიმე დაავადების რისკ ფაქტორსა და მის გამოვლენაზე, მის შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, ვინაიდან რისკის ფაქტორების სწორი აღქმა გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ და მძიმე დაავადების პრევენცია შევძლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ინსულტზე, რომელიც მოზრდილთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, ის გულის კარდიალური პათოლოგიის შემდეგ, მეორე ადგილზეა. ხოლო რაც შეეხება ფუნქციური უნარშეზღუდულობის გამოწვევას, ამ შემთხვევაში, უდავო ლიდერია. ამიტომ, თავად ეს დაავადება საზოგადოებას უზარმაზარი ტვირთით აწვება. არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორია. თუმცა, მაყურებელს შევახსენებ, რომ ინსულტი ორი სახის არსებობს. იშემიური ინსულტი, ანუ ტვინის ინფარქტი, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის დახშობითაა გამოწვეული. მეორე ჰემორაგიული ინსულტი გახლავთ, რომელიც ტვინის მკვებავი სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევით ვითარდება. ორივე ფორმა ძალიან მძიმეა...განაგრძეთ კითხვა