რომელი თევზია კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში
გაზაფხული და ზაფხული არა მხოლოდ დასვენების და მოგზაურობის დროა, არამედ ახალი, გემრიელი და ჯანსაღი თევზის სეზონიც. ამ პერიოდში თევზი განსაკუთრებით მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ.
რა სარგებლობა მოაქვს თევზის ჭამას გაზაფხულსა და ზაფხულში?
თევზი მდიდარია A, D, E, B12 ვიტამინებით, ასევე კალციუმით, ფოსფორით, სელენით და სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით. ეს პროდუქტი ადვილად ასათვისებელი ცილის წყაროა. თევზის შემადგენლობაში შემავალი ცილა ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და შესანიშნავი სამშენებლო მასალაა კუნთებისთვის.
თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი გულის, ტვინის, სისხლძარღვებისა და მხედველობისთვის. თევზის უმეტესობა დაბალკალორიულია, რაც მათ იდეალურს ხდის მათთვის, ვინც აკონტროლებს საკუთარ წონას.
რომელი თევზი უნდა შეიტანოთ რაციონში გაზაფხულსა და ზაფხულში?
ცხიმიანი თევზი: ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი - ამ ტიპის თევზი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით.
თეთრი თევზი: ვირთევზა, ხეკი, მინტაი, მოივა - ამ ტიპის თევზი დაბალკალორიულია და მდიდარია ცილებით.
მდინარის თევზი: ლოქო, ქორჭილა, კაპარჭინა, კობრი - ამ ტიპის თევზი ხელმისაწვდომია და ასევე მდიდარია საკვები ნივთიერებებით.
ორაგული
ეს ცხიმოვანი თევზი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც მნიშვნელოვანია გულისა და ტვინის ჯანმრთელობისთვის. ის ასევე არის ცილის, D ვიტამინის და სელენის კარგი წყარო. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. ორაგული განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. თუმცა თევზის რეგულარული მირთმევა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ორაგულია ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.
კალმახი
კალმახი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად ჯანსაღი თევზია. ის მდიდარია ცილებით, ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი, B და D ვიტამინებით, ასევე სელენით, ფოსფორითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. ამის წყალობით, კალმახი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების გაძლიერებას, ნორმალურ ზრდა-განვითარებას, აუმჯობესებს გულის და ტვინის მუშაობას და ასევე აუმჯობესებს იმუნიტეტს. კალმახის ჭამა კვირაში 2-3-ჯერ არის მარტივი და გემრიელი საშუალება თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
სკუმბრია
ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების, ასევე ვიტამინი B12, სელენი და ფოსფორის კიდევ ერთი შესანიშნავი წყარო. სკუმბრია ხელს უწყობს ტვინის, გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ქაშაყი
ეს თევზი მდიდარია D ვიტამინით, კალციუმით, ფოსფორით და სელენით. კარგია ძვლების, კბილების, კანისა და თმისთვის. თევზის ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია B12 ვიტამინით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ფოსფორს. სხვა ცხიმიანი თევზების მსგავსად, ქაშაყი ომეგა 3–ის საუკეთესო წყაროა.
გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ასევე სასარგებლოა:
- ლოქო
- ქორჭილა
- კაპარჭინა
- კობრი
თევზის არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის სიახლეს:
- თვალები უნდა იყოს გამჭვირვალე, ლაყუჩები ვარდისფერი, ქერცლი კი მბზინავი;
- ახალ თევზს არ უნდა ჰქონდეს უსიამოვნო სუნი;
- თუ გაყინულ თევზს ყიდულობთ, გაალღვეთ მხოლოდ მაცივარში.
თევზი შეიძლება მიირთვათ გამომცხვარი, შემწვარი, ჩაშუშული, მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ან პრესერვების სახით. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.
მნიშვნელოვანია, რომ თევზი კვების რაციონში კვირაში 2-3-ჯერ შეიტანოთ.
გაზაფხულსა და ზაფხულში ახალი თევზის მირთმევით თქვენ არა მხოლოდ ისიამოვნებთ მისი გემოთი, არამედ იზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზეც!