"თუ თქვენი შვილი არ არის მშიერი, ნუ აიძულებთ, ჭამოს.... არ შესთავაზოთ მას ნაირ-ნაირი საკვები" - რა გვირჩევენ მშობლები თუ ბავშვი უჭმელია?
კვებითი ნეოფობია - ახალი საკვების მიმართ პროტესტი - არ არის ბოლომდე შესწავლილი ფენომენი. შესაძლოა, ეს დამცავი მექანიზმია, რომელიც ჩვენს გამოქვაბულის წინაპრებს დაეხმარა, არ მოწამლულიყვნენ უცნობი საკვებით.
თუმცა მშობლებისთვის ეს დიდი გამოწვევაა - ასეთმა ფობიამ ბავშვი შეიძლება აუცილებელი საკვები ნივთიერებების გარეშე დატოვოს. როგორ მოვძებნოთ კომპრომისი ასეთ სიტუაციაში, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.
ნუ აქცევთ კვების პროცესს დრამად
კვება მშვიდ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს (ან სულ მცირე ნეიტრალურ გარემოში - იძულების გარეშე ჭამა ან კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რა ჭამეთ, გამორიცხულია). რაც მეტი აურზაური, ყურადღება, ზეწოლაა, მით უფრო პრობლემურია ბავშვის კვებითი ქცევა.
უბრალოდ ჭამეთ ერთად და კვება არ აქციოთ ცალკე მისიად. ოჯახური კვება ჯანსაღი კვების ქცევის მოდელირებისთვის გამოიყენეთ.
თუ ბავშვი უარს იტყვის იმაზე, რაც მთელი ოჯახისთვის მოამზადეთ, ნუ ეცდებით ახალი მენიუს შეთავაზებას. ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს შერჩევით კვებას. ეცადეთ, ოჯახურ კვებაში მინიმუმ ერთი საკვები ჩართოთ, რომელიც ბავშვს უყვარს და განაგრძეთ ბალანსებული მენიუს შეთავაზება იმიმს მიუხედავად, მიირთმევს თუ არა მას.
დაგეგმეთ კვება
საუზმე, ლანჩი და ვახშამი ყოველდღე უნდა დაიგეგმოს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ერთი და იგივე ოთახი, მაგიდა, ჭურჭელი, ტელევიზორის მსგავსი ყურადღების გასაფანტი ფაქტორების გარეშე - ყველაფერმა კვების განწყობა უნდა შექმნას.
საუზმე, ლანჩი და ვახშამი ყოველდღე უნდა დაიგეგმოს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ერთი და იგივე ოთახი, მაგიდა, ჭურჭელი, ტელევიზორის მსგავსი ყურადღების გასაფანტი ფაქტორების გარეშე - ყველაფერმა კვების განწყობა უნდა შექმნას.
კვება არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე მეტ ხანს. აიღეთ საკვები ზედმეტი კომენტარების გარეშე...განაგრძეთ კითხვა