რატომ არ შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების შეზღუდვა გადავწყვიტოთ და რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად? - რა განმარტებას აკეთებს პირადი ექიმი მარი მალაზონია
პირადი ექიმი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი"საუბრობს, როდის არის კვება მკურნალობის მთავარი საშუალება, რატომ არ შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვების შეზღუდვა გადავწყვიტოთ და რომელ პროდუქტებთან უნდა ვიყოთ ფრთხილად:
- არის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც კვებას სამკურნალო დატვირთვა აქვს. სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ საკვები პროდუქტები პროფილაქტიკურ როლს ასრულებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ბალანსირებული კვებით ონკოლოგიური პრობლემები, ანთება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები თავიდან ავიცილოთ.არის მდგომარეობები, როდესაც კვება დამხმარე ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს, მედიკამენტებთან ერთად, კვებას ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს.
მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც კვება პაციენტის მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთადერთი ინსტრუმენტია. ასეთი რამდენიმე დაავადება შეგვიძლია, დავასახელოთ. თუნდაც, ბავშვების შემთხვევაში ფენილკეტონურია. თუ კვება არ გამოვასწორეთ, ბავშვის მდგომარეობაში არაფერი შეიცვლება. ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი, დიაგნოზი შეიძლება, ადამიანის ჩვეული კვების მოდელის ცვლილების წინაპირობა გახდეს. კვება განსაზღვრავს, გვექნება თუ არა ესა თუ ის დიაგნოზი და პირიქითაც, დიაგნოზი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი კვების მოდელი.
თუ ადამიანს საკუთარი დაავადების გამო დისკომფორტი აქვს, უნებურად კვებას ზღუდავს. თუ პაციენტს კონკრეტული კვლევებისთვის კვების კონტროლი სჭირდება, ისიც საკვების მიღებას უნებურად ზღუდავს...განაგრძეთ კითხვა