რა სასარგებლო თვისებები აქვს შესქელებულ რძეს და როგორ უნდა ავარჩიოთ პროდუქტი სწორად? - Gemrielia.ge

რა სასარგებლო თვისებები აქვს შესქელებულ რძეს და როგორ უნდა ავარჩიოთ პროდუქტი სწორად?

შესქელებული რძე ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია, რომელსაც ხშირად ვიყენებთ საკონდიტრო ნაწარმისა და ცხელი სასმელების მოსამზადებლად. ეს არის დაკონსერვებული რძის პროდუქტი. არსებობს ასევე მოხარშული შესქელებული რძე, რომელსაც მუქი ფერი, სქელი კონსისტენცია და კარამელის არომატი აქვს. არ აგერიოთ შესქელებული რძე კონდენსირებულ რძეში. კონდენსირებული რძე ცოტა განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, ამასთან, იგი უფრო თხელია და მოტკბო-მარილიანი გემო დაჰკრავს. მას უმეტესად სასმელებსა და ფაფებში იყენებენ.

სასარგებლო თვისებების შესახებ

კვებითი ღირებულების მიხედვით, შესქელებული რძე არ წარმოადგენს დიდად სასარგებლო პროდუქტს. იგი დიდი რაოდენობით შაქარსა და ცხიმს შეიცავს, თუმცა გააჩნია დადებითი მახასიათებლებიც. მასში შენარჩუნებულია მინერალებისა და ვიტამინების გარკვეული რაოდენობა, როგორიცაა კალციუმი და რკინა. ის შეიძლება ძალების აღდგენის კარგ საშუალებად გამოვიყენოთ. სტანდარტულთან შედარებით, მოხარშული შესქელებული რძე მცირე რაოდენობის შაქარს შეიცავს, რაც მას კვებით ღირებულებას მატებს. ეს პროდუქტი დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ არაუმეტეს 2 სადილის კოვზისა. თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, თავი შორს დაიჭირეთ შესქელებული რძისგან, იგი ასევე არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ბავშვებისთვის.

shesqelebuli-rdze2-1716204377.jpg

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ?

ქართულ ბაზარზე შესქელებული რძის დიდ ასორტიმენტს ნახავთ, თუმცა უმეტესობა არ წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს და მცენარეულ დანამატებს შეიცავს. როგორც სხვა მსგავსი პროდუქტი, უნდა შევარჩიოთ ეტიკეტზე მოცემული მონაცემების მიხედვით. იქ აუცილებლად უნდა ეწეროს, პროდუქტი რა ტექნოლოგიითაადამზადებული და შეიცავს თუ არა მცენარეულდანამატებს.შესქელებული რძე მეტალის შეფუთვით დიდხანსინახება ოთახის ტემპერატურაზეც, სხვა ტიპისშეფუთვისა კი ჯობს მაცივარში შევინახოთ ყველაზემეტი, 6 თვის განმავლობაში. გახსნილი პროდუქტიაუცილებლად უნდა გადავიტანოთ ჰერმეტულჭურჭელში და ისე შევინახოთ მაცივარში.

რა მოვამზადოთ?

ტრადიციულ შესქელებულ რძეს ხშირად უმატებენსასმელებს, ყავას, როგორც ცხელს, ასევე ცივს.ის არის ტაილანდური ცივი ჩაის შემადგენელიინგრედიენტი. ამ პროდუქტს ხშირად შეხვდებითსაკონდიტრო კრემებსა და დესერტებში, ბისკვიტებში,ნამცხვრებში. უხდება ჩიზქეიქს. შესქელებულირძის გარეშე არ არსებობს ცნობილი ტორტი "ტრესლეხეს", რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც`სამი რძე~. ეს არის რძით დანამული, უნაზესისტრუქტურის ნამცხვარი, რომელსაც მთლიანადგამჯდარი აქვს ნაღების არომატი. მოხარშულიშესქელებული რძე კარგად ეხამება ფხვიერნამცხვრებს, მისი დამატებით მზადდება ნამცხვარი"იდეალი". არგენტინული დულსე დე ლეჩე, რომელიცმოხარშული შესქელებული რძის ერთგვარი სახეობაა, არგენტინული ნამცხვრის, ალფახორესისაუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.ზოგადად, შესქელებული რძე კარგად ეხამებათხილეულს, შოკოლადს, ქოქოსისა და ვანილისარომატებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანთან,მარწყვთან და ყავიან დესერტებთან.

1-1716204262.png