"ამით ორგანიზმი ნიშანს გვაძლევს..." - რომელ ზონაში გაჩენილი თმა რა დაავადებაზე მიუთითებს?
თუ თმა სახეზე ამოგდით, თავზე კი გცვივათ, ეს შეიძლება, ორგანიზმში ტესტოსტერონის მატებაზე მიგანიშნებდეთ. რომელ ზონაში გაჩენილი თმა რა დაავადებაზე მიუთითებს და რა იწვევს ჭარბთმიანობას, თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- ნამდვილად აქტუალური პრობლემაა, რადგანაც სულ უფრო მეტად იმატებს იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც აღნიშნული პრობლემით მოგვმართავენ. მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა - გაცილებით უფრო ახალგაზრდა ასაკში ვხვდებით, ვიდრე, მაგალითად, 10 წლის წინ. სქესობრივი მომწიფება გოგონებში უფრო ადრე იწყება, ვიდრე ვაჟებში. დაახლოებით, 8 წლის ასაკიდან. სქესობრივი მომწიფების დროს ჯერ იზრდება სარძევე ჯირკვალი, შემდგომ მოდის იღლიისა და ბოქვენის არეში გათმიანება და შემდგომ იწყება მენსტრუალური ციკლი. მაგრამ, თუ გოგონას 6 წლის ასაკში იღლიის არე, ბოქვენი გაუთმიანდა, ეს უკვე ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ნიშანია. ამ დროს არა მხოლოდ პედიატრი, არამედ ენდოკრინოლოგიც უნდა ჩაერთოს, რომ მიზეზების ძიება დავიწყოთ.
ზრდასრულ ასაკში, როდესაც სქესობრივი მომწიფება დასრულებულია, იქაც შეიძლება ჭარბთმიანობა გამოიხატოს. არის შემთხვევები, როდესაც თმა არასასურველ ადგილებში იმატებს. მაგალითად, სახის, ნიკაპის, ღაწვების, ყვრიმალების, ბეჭების, მხრების, მუცლის წინა ზედაპირის, წელის ზედაპირის არეში. ასევე, ძუძუს თავის ირგვლივ, მკერდის ძვლის საპროექციო არესთან. ამას ანდროგენული ზონები ჰქვია. ანუ, აღნიშნულ ზონებში თმიანობა მხოლოდ მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. ჭარბთმიანობა ქალებში მარტო არ მოდის, მას თავისი "მეგობრები" ჰყავს. შესაძლოა, თავის ზედაპირიდან თმა სცვიოდეთ, ჰქონდეთ აკნე და კანის ცხიმიანობა.
ჭარბთმიანობას მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი განაპირობებს. როდესაც ტესტოსტერონის დონე იმატებს, ჭარბთმიანობით ვლინდება. ჭარბთმიანობას ძალიან ხშირად კანის ცხიმიანობაც თან ახლავს. საქმე ისაა, რომ ტესტოსტერონი კანის ფორიანობას იწვევს და საოფლე ჯირკვლებს ააქტიურებს. შესაბამისად, რაც უფრო აქტიურია საოფლე ჯირკვლები, მით უფრო მეტად ცხიმიანდება ჩვენი კანი და აკნე წარმოიქმნება.
ჭარბთმიანობა მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტი არ არის. ამ ნიშნით ორგანიზმი გვესაუბრება, რომ რაღაც რიგზე არ არის, ნივთიერებათა ცვლა დაირღვა, რის გამოც მამაკაცის სასქესო ჰორმონებმა მოიმატა...განაგრძეთ კითხვა