"სისხლის საერთო ანალიზს რომ ჩააბარებთ, ამ პარამეტრს კარგად დააკვირდით..." - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მონაცემს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ - Gemrielia.ge

"სისხლის საერთო ანალიზს რომ ჩააბარებთ, ამ პარამეტრს კარგად დააკვირდით..." - გიორგი ღოღობერიძე ასახელებს მონაცემს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საკუთარ გვერდზე საუბრობს იმ პარამეტრის შესახებ, რომელსაც სისხლის საერთო ანალიზის მონაცემებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ:

- დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგიბარებიათ სისხლის საერთო ანალიზი. პასუხების ფურცელში კი იმდენად ბევრი რამ წერია, რომ დაიბენით. რა თქმა უნდა, ყველა ამ პარამეტრს ვიყენებთ იმისათვის, რომ პაციენტზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გვქონდეს. მაგრამ, ერთ-ერთი მათგანი ყველაზე საყურადღებოა. სხვა დროს, როცა სისხლის საერთო ანალიზს ჩააბარებთ ან სახლში ანალიზების ერთი პასუხი მაინც გაქვთ, თუნდაც ძველი იყოს, ამ პარამეტრს კარგად დააკვირდით. აუცილებლად გამოგადგებათ.

როდესაც სისხლის საერთო ანალიზს ჩააბარებთ, ერთ-ერთი პარამეტრია, რომელსაც MCV ჰქვია და ერითროციტების საშუალო მოცულობაა. ეს პარამეტრი ნორმაში 80-დან 100-მდე უნდა იყოს. მაგრამ, როცა ადამიანს სხეულში აკლია რკინა, ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი B12 ან პირიქით, პირობითად, მოწამლულია ტყვიით, პარამეტრი იცვლება...განაგრძეთ კითხვა