მოერიდეთ ამ ხორცის სახეობას, რადგან ის ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს
ქოლესტერინი თითქმის ყველა ცხოველურ ცხიმშია.რაც უფრო ცხიმიანია ხორცი, მით მეტს შეიცავს ის ამ ნივთიერებას.
ცხიმიანი ღორის ხორცი, როგორც წესი, ყოველთვის შეიცავს უფრო მეტ ცხიმს, ვიდრე ცხიმიანი საქონლის ან ცხვრის ხორცი.რაციონში ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობა ზრდის ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონეს.
ეს, თავის მხრივ, გაზრდის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარების რისკს.
საკმაოდ დიდი რაოდენობით არასასურველ ცხიმს შეიცავს ქათმის ცხიმიანი კანი, ამიტომ მათ, ვინც ათეროსკლეროზს ებრძვის, აჯობებს კანგაცლილი მიირთვათ ქათმის ხორცი.
ქოლესტერინის შემცველობის თვალსაზრისით, საუკეთესო ხორცი არის ინდაურის, რადგან ის შეიცავს ყველაზე ნაკლებ ქოლესტერინს.ასევე დიეტურია კურდღლის მჭლე ხორცი.
წყარო: MKURNALI.GE