მოსალოდნელია თუ არა პურის გაძვირება?
„ჩვენ გვაქვს ე.წ. ყულაბა - პურის გაძვირების არანაირი წინაპირობა არ არსებობს,“ - ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ "კვირას" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ხორბალსა და ფქვილზე ფასის მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არაა.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფორმაცია მოდის, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იზრდება. ამის ფონზე გარკვეული წუხილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება, საით წავა ტრენდი, საქართველოში რა იქნება და ა.შ. პირველ ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში არც ხორბალზე, არც ფქვილზე ფასის მკვეთრ ზრდას არ ველოდებით. ალბათ, მეპურეებიც გააკეთებენ განცხადებას. ავხსნი ფაქტორებს, თუ საიდან გამომდინარეობს ეს ანალიტიკა, რითაა მსოფლიო ბაზრებზე ფასების ზრდა გამოწვეული: აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელიც ყოველთვიურ ანალიტიკას აცხადებს, ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოსთვის მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 10 მილიონი ტონით დააკლო, რაც საკმაოდ სერიოზული კლებაა, საუბარია მოსალოდნელ მოსავალზე. მსოფლიოში გარდამავალ მარაგებსაც დაკლებული აქვს, ასევე დაკლებულია საექსპორტო გასატანი რაოდენობის მხრივაც. ამ სამი ფაქტორის შეჯამების შედეგად ის თემა იკვეთება, რომ ფაქტობრივად, ბაზრის ტრენდი ფასის მატებისკენაა. თუმცა აქ ძალიან ფრთხილად მაინც ერთი დადებითი ფაქტორი შემოდის, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ახლა მოდის ახალი მოსავალი, მათ შორის იმ რეგიონულ ჭრილში, რომელიც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი სერიოზული მიმწოდებელია. ვგულისხმობ ევროკავშირის, რუსეთის, უკრაინის ბაზრებს. აქ რამდენიმე კვირაში ახალი მოსავალი მოდის. ახალი მოსავლის ტენდენცია და მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: ევროკავშირს, რუსეთს, უკრაინას – აქვთ წინა წლიდან დაგროვილი გარკვეული გარდამავალი მარაგები. დაბინავებული მარაგები საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ბაზარზე ამ მარაგების გამოყრა ხდება იმისთვის, რომ უკვე ახალი მოსავლის მარაგები მიიღონ...განაგრძეთ კითხვა