"ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია..." - რატომ არ შეიძლება კვებაში ცხიმის სრულად ამოღება?
ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილამშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რატომ არ უნდა ამოიღოთ რაციონიდან ცხიმი სრულად და რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო:
- ერთ-ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები მეტაბოლიზმის მოწესრიგებისა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების სურვილით უშვებენ არის ის, რომ რაციონიდან ცხიმის სრულად ამოღების გადაწყვეტილებას იღებენ. ეს სწორი არ არის და ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია. დღესდღეობით, მსოფლიოში წამყვანი ნუტრიციოლოგები გვეუბნებიან, რომ ცხიმი შეზღუდული არ იყოს. თუმცა, ცხიმსაც გააჩნია...ცხიმს ძალიან მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს - ნახშირწყალზე ორჯერ მეტი ენერგეტიკული ღირებულებით ხასიათდება. ცხიმი შედის თავის ტვინისა და ნებისმიერი სხვა ორგანოს უჯრედის სტრუქტურის შემადგენლობაში. ამიტომ, როგორ განვითარდება ჩვენი ნერვული სისტემა, თავის ტვინი, როგორ იფუნქციონირებს ნებისმიერი ორგანოთა სისტემის უჯრედი, ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზეა დამოკიდებული. მეტსაც გეტყვით, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმისაგან წარმოიქმნება. ქალებში სასქესო ჰორმონები ცხიმოვან ქსოვილში ინახება. ამიტომაც, ცხიმს ჩვენი ჯანმრთელობისათვის და მეტაბოლიზმისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ცხიმები ერთმანეთისაგან განსხვავდება. არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, უჯერი ცხიმოვანი მჟავები და ტრანსცხიმები...განაგრძეთ კითხვა