რესტორნებში ხინკალზე ფასმა მოიმატა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში წლიურად რესტორანში კვების ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 4.5%-ით გაძვირდა.
წლიურ ჭრილში გაძვირებულია ასევე ხინკლის ფასიც. კერძოდ, მაისში რესტორანში ხინკალი წლიურ ჭრილში 12.2%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება...განაგრძეთ კითხვა