რომელ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეუძლიათ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება?
ტკბილეულის დოზირებულად მიღებისას ორგანზმში ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა, პირველ რიგში, ალბათ ამიტომ უყვართ ადამიანებს ნამცხვრების, სხვადასხვაგვარი შოკოლადის, ორცხობილას, ფუნთუშას, ნაყინის, ჟელიბონებისა და კანფეტების ჭამა. ესეც რომ არა, ტკბილეული ხომ ასეთი გემრიელია! გაიცანით ნიშნები, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს პირის ჩატკბარუნება.
კუროებს ტკბილი უყვართ, მაგრამ ყველაფერს არ ეახლებიან. იმისთვის, რომ კურომ ნამცხვარი შეჭამოს, მან პირველ რიგში ვიზუალით უნდა მიიზიდოს. კურო პირს არ დააკარებს ნამცხვარს, რომელიც გემრიელად არ გამოიყურება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ძალიან კრიტიკულია ტკბილეულის მიმართ, ლამის პროფესიონალი კონდიტერის დონეზე აფასებს მას. ხშირად მიირთმევს თუ არა ტკბილეულს კურო? რა თქმა უნდა, მისთვის ხომ ჭამის პროცესი სიამოვნებაა!
ტყუპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ტკბილეულს ჭამს. მას ექსპერიმენტები უყვარს, ამიტომ თუ ბაზარში ან მაღაზიაში გაურკვეველი წარმოშობის დესერტს შესთავაზებენ, უარს არ იტყვის. ტყუპს ტრადიციულ ნამცხვრებსა და ტკბილეულს, ახალ-ახალი და ეგზოტიკური ურჩევნია, თუმცა თუ სიახლეს ვერსად წააწყდება, ყველაზე ბანალური ბრენდის შოკოლადს მაინც ჩაიგდებს ჩანთაში...განაგრძეთ კითხვა