"მარწყვის გარეცხვისას ამ შეცდომას ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს..." - რა უნდა გაითვალისწინოთ მარწყვის გარეცხვის დროს
გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და თიკა ფაცაცია საუბრობენ, როგორ უნდა გავრეცხოთ მარწყვი სწორად, რომ ის სრულად გავასუფთავოთ და დიდხანსაც შევინახოთ:
- მოსახლეობის დიდი ნაწილი მარწყვის გარეცხვისას ერთ შეცდომას უშვებს. გამდინარე წყლის ქვეშ ამყოფებენ ხოლმე, რადგან თვლიან, რომ ასე მარწყვი უფრო კარგად გაირეცხება და ჩამოშორდება მიწის ის ნაწილი, რომელიც შეიძლება, მარწყვზე იყოს. თუმცა ეს მცდარი მიდგომაა. სწორედ ამ ჭავლის გამო, მარწყვის ძალიან სათუთი ზედაპირი ირღვევა და შესაბამისად, უფრო მარტივად ფუჭდება. ობს უფრო მარტივად იკიდებს, როცა მთლიანობა დარღვეულია. ამიტომ, გასწავლით ერთ ხერხს, რომლითაც შეიძლება, მარწყვი უფრო მარტივად გაირეცხოს, არ დაზიანდეს და თავისი სილამაზე და გემო შეინარჩუნოს. ამისათვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, წყალი, მაგრამ წყალთან ერთად დაგვჭირდება ძმარიც. 1 ჭიქა ძმარი და 3 ჭიქა წყალი ავიღოთ. მარწყვი საწურში მოვათავსოთ. საწური უფრო მოზრდილ კონტეინერში ჩავდგათ. დავასხათ წყალი და 1 ჭიქა ძმარი. მარწყვი საწურში მოვათავსოთ...განაგრძეთ კითხვა