6 პროდუქტი იდეალური კანისთვის - Gemrielia.ge

6 პროდუქტი იდეალური კანისთვის



1. წითელი ტკბილი წიწაკა.
1 ცალი წიწაკა სრულად შეავსებს თქვენი ორგანიზმის დღიურ ნორმას C ვიტამინზე. გარდა ამისა შეიცავს სასარგებლო უჯრედისს და ვიტამინ B6. მდიდარია კაროტენოიდებით, რომელიც კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ებრძვის ნაადრევ ნაოჭებს. ამ კაროტენოიდების წყალობით, წიწაკა აკნეს საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

2. შავი შოკოლადი , მინიმუმ 80% კაკაოთი

ხარისხიან შავ შოკოლადში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებს კანის სიწითლეს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის გამოც კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მაღალპროცენტიან შოკოლადში ცხიმი და შაქარი ნაკლებია. ის შედარებით მწარეა, სამაგიეროდ პატარა ულუფა დააკმაყოფილებს თქვენი ორგანიზმის მოთხოვნებს.

3. ორაგული
ეს თევზი შესანიშნავი საკვებია, რომელიც ორგანიზმს სტრესთან, დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარება. მეტწილად აკმაყოფილებს ორგანიზმის დღიურ მოთხოვნას D ვიტამინზე. ეს კი აუცილებელია ტვინის, ძვლების, გულის ჯანმრთელობისთვის. ორაგულში შემავალი ომეგა 3 ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას და აკნეს.

GEMRIELIA

4. მწვანე ჩაი
ეს შესანიშნავი სასმელი ანტიოქსიდანტების და ამინომჟავების შესანიშნავი წყაროა. ორგანიზმს მოდუნებაში ეხმარება და სტრესს ებრძვის. მასში შემავალი კატეხინების წყალობით, აქვს ანტი-სიმსივნური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. შეარჩიეთ ხარისხიანი, მსხვილფოთლოვანი დასაყენებელი ჩაი.

5. ისპანახი
ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი საკვებია და აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში. ვიტამინი E, A, C, რკინა, ფოლატები, მაგნეზიუმი, უჯრედისი - ყველაფერი ეს შედის ისპანახში. მისი მირთმევით, თქვენ კანს „შიგნიდან“ წმენდთ და ამდიდრებთ.

6. სტაფილო
სტაფილო არა მხოლოდ თვალებისთვის, არამედ კანისთვისაც იდეალური საკვებია. განსაკუთრებით ხშირად უნდა მიირტვან მათ, ვისაც ფორების დაბინძურების პრობლემა აქვთ, რადგან ის არეგულირებს კანის ზედა ფენაში უჯრედების განახლების პროცესს.

შეეცადეთ ჩამოთვლილი პროდუქტები ხშირად მიიღოთ, თუნდაც მონაცვლეობით და არა ყველაფერი ერთად. პარალელურად, გამორიცხეთ ზედმეტი ცხიმები, შაქარი, ნახშირწყლების დიდი რაოდენობა და თქვენი კანი მალე დაიწყებს ბრწყინვას.