"თბილისში მშენებარე ბინა გვქონდა, ის გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება - Gemrielia.ge

"თბილისში მშენებარე ბინა გვქონდა, ის გავყიდე და აქ მიწა ვიყიდეთ... ქალაქში გადაღებებზე მატარებლით ჩავდივარ" - ზღვისპირეთში გადასახლებული ცნობილი მსახიობის შეცვლილი ცხოვრება

მსა­ხი­ობ­მა ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსევ­დო­ნი­მი ლე­ვან კაპ­რო­ვა­ნე­ლი და­ირ­ქვა. მას არა­ფე­რი მო­უ­გო­ნია, მარ­თლა კაპ­რო­ვა­ნე­ლია, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ზღვის­პი­რეთ­ში, კაპ­რო­ვან­ში (ად­გი­ლი შეკ­ვე­თილ­სა და ურეკს შო­რის) და­სახ­ლდა.

"2012 წელს მე და ჩემი ცოლი მა­მუ­კა ღლონტთან სტუმ­რად ვი­ყა­ვით. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა... თბი­ლის­ში მშე­ნე­ბა­რე ბინა გვქონ­და, ის გავ­ყი­დე და აქ მიწა ვი­ყი­დეთ. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი ჩემს ქვისლს ვუ­თხა­რი, მოდი, რამე გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი და ასეც მოხ­და. სახ­ლი ავა­შე­ნეთ. მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე იდეა მო­მი­ვი­და, სახ­ლის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი სახე მიგ­ვე­ცა. შევ­თან­ხმდით და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გა­ვა­კე­თეთ ლა­მაზ და წყნარ გა­რე­მო­ში... მოკ­ლედ, ამ საქ­მე­ში ვართ ერთი ოჯა­ხი - მე, ჩემი ცოლი, მისი და და მისი მე­უღ­ლე... მე ძი­რი­თა­დად სულ აქ ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა ლე­ვა­ნი.

- აქ სიმ­შვი­დე­ში ვართ, რა­საც ადა­მი­ა­ნი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან მო­ნატ­რე­ბუ­ლია. გარ­და ამი­სა, პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი გა­ვა­კე­თე, - მცე­ნა­რე­ებ­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ერ­თოდ, ვინც გა­და­წყვეტს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ერ­თოს, ნამ­დვი­ლად კარგ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, და­მი­ჯე­რეთ, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა. მგო­ნი, ჯო­ბია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ფელს ნელ-ნელა და­უბ­რუნ­დნენ.

- ამ ყვე­ლა­ფერს ად­ვი­ლად აუღე ალღო?

- ზო­გა­დად ასე­თი ტიპი არ ვი­ყა­ვი, რომ მსგავს გა­რე­მო­ში დიდ­ხანს გა­მეძ­ლო. ცოტა ქა­ო­სი მიყ­ვარს. ეს საქ­მე­ე­ბი, რა­საც ახლა ვა­კე­თებ, არ ვი­ცო­დი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არც ვყო­ფილ­ვარ. ასე აქ პირ­ვე­ლად მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში "მო­ვი­წამ­ლე". არა­და, ადრე მა­მუ­კა ღლონ­ტი თა­ვის საქ­მე­ებ­ზე რომ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და (იცით, რომ ის აქ ყვე­ლა­ზე ადრე და­სახ­ლდა და დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია), ვერ ვხვდე­ბო­დი, რას მე­უბ­ნე­ბო­და. ახლა ზუს­ტად მეს­მის და ვხდე­ბი... მოკ­ლედ, ასეა, ერთ რა­ღა­ცას რომ გა­ა­კე­თებ, სხვა რამი გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი ისევ გიჩ­ნდე­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და. თა­ვი­დან ხე დავრგე და ინ­ტე­რე­სი თან­და­თან მო­ვი­და...

suxitashvilizgvissaxli-1-40841-1717739804.jpg

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­წას ვა­მუ­შა­ვებ და თან, ზღავ­ზე ვარ - სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი, რაც მსი­ა­მოვ­ნებს... შარ­შან სამი და­სა­ხე­ლე­ბის მწვა­ნი­ლი, ასე­ვე კიტ­რი დავ­თე­სე, რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის ყვა­ვი­ლი დავრგე და ყვე­ლა­ფერს ვუვ­ლი­დი. მერე საქ­მემ ისე მი­მი­ზი­და, რომ წელს უკვე რა­ღა­ცე­ბი წა­ვი­კი­თხე, ცოტა ცოდ­ნა შე­ვი­ძი­ნე, გა­ნათ­ლე­ბა ავი­მაღ­ლე და რა­ღა­ცე­ბი უკე­თე­სად გა­ვა­კე­თე. ამას იმ­ხე­ლა აზარ­ტი აქვს, ისე გა­ინ­ტე­რე­სებს, მერე ყვე­ლა­ფერს რო­გორც შვილს, ისე უვლი. სო­ფე­ლი გი­ზი­დავს. სამ­წუ­ხა­როა, რომ თა­ო­ბე­ბი მი­წას მოვ­წყდით, ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ შრო­მას გა­და­ეჩ­ვივ­ნენ და და­ი­ვი­წყეს. ბევ­რი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­და, ვი­საც სო­ფელ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია...განაგრძეთ კითხვა