ფხალი, აჯიკა და ისპანახი მსოფლიოს საუკეთესო დრესინგების ასეულშია
Tasteatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო დრესინგების ასეული განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიბანურმა Toum დაიკავა. მეორე ადგილზეა პერუს Aji criollo, ხოლო მესამეზე სერბების Leskovački domaći ajvar.
ასეულში 3 ადგილი ქართულმა დრესინგებმა დაიკავა. კერძოდ, რეიტინგში ფხალი, ისპანახი და აჯიკა მოხვდა. ფხალი რეიტინგში 26-ე ადგილს, ისპანახი 30-ეს, ხოლო აჯიკა 36-ე ადგილს იკავებს.
„ფხალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც მზადდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფოთლისგან: ისპანახი, ჭარხალი, კომბოსტო ან ჭინჭარი. ეს უნიკალური ნაზავი ბურთულების ფორმისაა და გაფორმებულია ბროწეულის მარცვლებით“, - წერს გამოცემა.
Tasteatlas-ი წერს, რომ ისპანახის ფხალი ქართული ტრადიციული კერძია, რომელიც მზადდება ისპანახით, ნიგვზით, ნივრით, ხაჭოს, წითელი ღვინის ძმრითა და სხვა ინგრედიენტებით...განაგრძეთ კითხვა