თბილისში ბარამბოს სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
რა თქმა უნდა, არსებობს გემრიელი ნაყინი, მაგრამ ბარამბო ყველაზე გემრიელია!
15 წლიანი ისტორიის მქონე, ქართული ტკბილეულის კომპანია ბარამბო, ბაზრის ახალ სეგმენტზე შევიდა და სანაყინე ჯიხურები გახსნა. ბრენდი, რომელიც მომხმარებლისთვის მრავალფეროვან ასორტიმენტთან, სანდოობასთან და სტაბილურად მაღალ ხარისხთან ასოცირდება, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს ჩამოსასხმელი ნაყინის სახით. კომპანიის ტექნოლოგები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ამ ცივი და ტკბილი ნუგბარის მოყვარულებისთვის, გამორჩეული გემოს და მაღალი ხარისხის პროდუქტი შეეთავაზებინათ. განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაშიც გემოვნურ მახასიათებლებსა და ხარისხზე გაკეთდა, რადგან ნაყინი ერთნაირად უყვარს დიდსაც და პატარასაც ამიტომ, თუ ნამდვილი ნაყინი გინდა, ე.ი. გინდა ბარამბო!
ივერი რუაძე, ბარამბოს ხარისხის და ტექნოლოგიური პროცესების მართვის მენეჯერი: „ბარამბოს ისტორია, დაიწყო ჩანაფიქრით, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ყოველი პროდუქტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო. როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, პირველყოვლისა მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა და გემოვნური თვისებები. ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იღრმავებს ცოდნასა და გამოცდილებას, რის ხარჯზეც ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს. ამასთან მუდმივად მივისწრაფვით სრულყოფისკენ.
წლევანდელ ნაყინის სეზონს ბარამბო სიახლით იწყებს, უფრო მეტად დახვეწილი, გემრიელი, ხარისხიანი და განუმეორებელი პროდუქტებით. რა თქმა უნდა, არსებობს გემრიელი ნაყინები, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გემრიელია და გვიხარია, რომ ამას მომხმარებელი დაგემოვნებისთანავე აღნიშნავს. გემოებს განსაზღვრავს მაღალხარისხიანი ნედლეული და ორიგინალური რეცეპტები. შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ჩვენი ყავის ნაყინი, ან შეიგრძნოთ ნეკერჩხლის სიროფითა და მოხალული კარამელიზირებული ნიგვზით მომზადებული ნაყინის გემო. ვიღაცას შესაძლოა ნამცხვრისა და ნაღების ნაზავის გემო უფრო მოეწონოს... მრავალფეროვანი გემოებია, ვნახოთ რომელი მათგანი გახდება მომხმარებლის ფავორიტი.
გემოვნური თვისებების დახვეწასა და მრავალფეროვნებასთან ერთად, გაათმაგებული ძალისხმევით ხდება ხარისხის მართვა. ამასთან, პროდუქტის ვიზუალურ მხარესაც დიდი ყურადღება დავუთმეთ. ჩამოსასხმელი ნაყინებისთვის სხვადასხვა ფერისა და ზომის ვაფლის კოლოფებს ვთავაზობთ მომხმარებელს. განსაკუთრებული მოყვარულებისთვის დიდი ზომისას, რომელშიც ნაყინის 3 - 5 ბურთულა თავსდება. არის ასევე სტანდარტული და პატარა ზომის ვაფლის კოლოფები“.
ბარამბო მომხმარებელს ყოველ წელს სთავაზობს სიახლეებს. მომხმარებლის სურვილის, მოთხოვნებისა და საჭიროების შესაბამისად, კომპანია ახალი გემოს, ფორმის თუ ტექნოლოგიის შემუშავებით, თავის ასორტიმენტს სულ უფრო მრავალფეროვანს ხდის. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია, რომელიც ბარამბოს ისტორიაში სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი პროექტით ჩაიწერება. ახალი კონცეფციის სანაყინე ჯიხურებში მომხმარებელს მრავალფეროვანი მენიუ და ხარისხიანი პროდუქციის დიდი არჩევანი დახვდება, სადაც მთავარი პროდუქტი ბარამბოს ჩამოსასხმელი ნაყინი იქნება. ერთგული და ლოიალური მომხმარებლის გარდა, ახალი პროდუქტითა და კონცეფციით, ბარამბო ახალ სამომხმარებლო სეგმენტზე გასვლასაც გეგმავს.
ანა სარიშვილი, პროექტის მენეჯერი: „ბარამბოს 15 წლის იუბილეზე კომპანიამ მომხმარებელს და საკუთარ თავს ახალი , ფანტასტიკური სივრცეების სახით საჩუქარი გაუკეთა. ჩამოსასხმელი ნაყინი აქამდე კომპანიას არ უწარმოებია. ძალიან დიდხანს ვმუშაობდით, რომ ეს პროდუქტიც ყოფილიყო ისეთი, როგორიც ჩვენს მომხმარებელს ეკადრება. გვინდოდა ის სივრცეც გვქონოდა, სადაც ერთგულებისა და სიყვარულისთვის მადლობას ვეტყოდით ყველა მათგანს.
ასორტიმენტის თვალსაზრისით, ამჟამად კომპანია გთავაზობთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც აქამდე არ უწარმოებია. ესენია: 10 სახეობის ნაყინი, ჩამოსასხმელი ნაყინი, დანამატების იდეა და ა.შ. ვფიქრობ, შევძლებთ ყველას გემოვნებას მოვერგოთ. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ მუშაობას და სამი წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ახლოს მივიდეთ ყველასთან, ვისაც ბარამბო უყვარს“.
თავდაპირველად ბარამბოს ჯიხურების ქსელი თბილისის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი ორი ძირითადი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე და დამატებით take away კონცეფციის ობიექტი მელიქიშვილის გამზირზე. ჯიხურების ახალი პროექტით „ბარამბო“ კიდევ უფრო დაუახლოვდება თავის ერთგულ მომხმარებელს და შექმნის მათთან გადაკვეთის დამატებით წერტილებს.
R