3 ოქროს წესი, რომელიც ბედნიერ ქორწინებას მოგიტანთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ ყველა წყვილს ინდივიდუალური სასიყვარულო და ქორწინების ისტორია აქვს. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება ისე, რომ ერთი შეხედვით პერსპექტიულად დაწყებული ოჯახური ცხოვრება მოკლე ხანში დრამატულად სრულდება. მაინც რატომ ხდება ასე? ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს ხასიათში სულ მცირე სამი უარყოფითი სახასიათო შტრიხი გააჩნია, ოჯახი კი მოგეხსენებათ, კომპრომისებზეა აგებული. ამიტომ დღეს მინდა შემოგთავაზოთ სამი ოქროს წესი საიმისოდ, რომ ჰარმონიული ოჯახური ცხოვრება, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებიდან გამომდინარე ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.
ვერძმა უტაქტო საქციელი, სიფიცხე და ეგოისტური დამოკიდებულება უნდა აკონტროლოს პარტნიორის მიმართ.
კურომ სიჯიუტე, ცხოვრებისეული საკითხების მიმართ ზედმეტად კონსერვატორული მიდგომა და სიახლეებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება უნდა მოიშალოს.
ტყუპისთვის დამახასიათებელი ზედაპირული მიდგომა სერიოზული პრობლემების მიმართ, ხასიათის ცვალებადობა და უპასუხისმგებლობა ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი.
კირჩხიბს მოეთხოვება, რომ პარტნიორის მიმართ ზღვარგადასული მესაკუთრული გრძნობები აკონტროლოს, ნაკლებად ჩარიოს პირად ურთიერთობაში ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დედა) და მელანქოლიის შემოტევის დროს არ ჩაიკეტოს თავის თავში...განაგრძეთ კითხვა