მე მაქვს 6 საიდუმლო ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად - Gemrielia.ge

მე მაქვს 6 საიდუმლო ზედმეტი კალორიების თავიდან ასაცილებლად

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ყველა ქალი ზედმეტი კილოგრამების მოშორებას და ფორმაში ჩადგომას ცდილობს. მომაკვდინებელი დიეტები სულაც არაა აუცილებელი, რომ ზედმეტი კალორიებისგან დავიცვათ თავი. უბრალოდ, დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი.


1. იფიქრეთ იმაზე რასაც მიირთმევთ. დააკვირდით ეტიკეტს, შემადგენლობას, შთააგონეთ თქვენს თავს რომ ესა თუ ის პროდუქტი უბრალოდ არ გჭირდებათ, რომ მავნეა და მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. არ დაგავიწყდეთ: ტორტის ნაჭერი 2 წუთი რჩება პირში, 2 საათი კუჭში და 2 თვე თეძოებში.

2. გამოიყენეთ პატარა თეფში.
ასე უკეთ გააკონტროლებთ საკუთარ ულუფას. თან შეეჩვევით საკვების რაოდენობის შემცირებას. როცა ხედავთ, რომ თეფში სავსეა, ეს ფსიქოლოგიურად დადებითად მოქმედებს და აჩენს შეგრძნებას, რომ საკვები საკმარისია. თუ მაინც მოგინდათ დამატება, უკეთესია 1 ჭიქა წყალი დალიოთ ასე შეავსოთ კუჭი.

3. დალიეთ წყალი.
შესაძლოა სხვადასხვა სასმელის მიღების დიდი სურვილი გქონდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ წყალი საუკეთესო არჩევანია. გარდა იმისა, რომ 0 კალორიაა, ორგანიზმის ჰიდრატაციისთვისაც აუცილებელია. დალიეთ წყალი სადილობამდე და უფრო ნაკლებს შეჭამთ. თან კანისთვისაც არაჩვეულებრივია.

4. ფრთხილად სოუსებთან.
ყველაზე მსუბუქი სალათაც კი შეიძლება იქცეს მაღალკალორიულ კერძად, თუ კი ცხიმიან და ბევრ სოუსს მოასხამთ. ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი ლიმონის წვენით სრულიად საკმარისია და სასარგებლოც. მოერიდეთ მაიონეზს, ზეთში შემწვარ კრუტონებს, ბევრ ყველს.

5. ტკბილეულისკენ ლტოლვა.
თუ მუდმივად ტკბილი გინდათ და თავს ვერ იკავებთ, 1-2 ნატეხი შავი შოკოლადი შეჭამეთ, 75-80 % კაკაოთი. ის ძალიან ტკბილი არ არის, მაგრამ პატარა ნატეხიც კი დააკმაყოფილებს თქვენს ორგანიზმს.

6. ნუ შეჭამთ ტელევიზორის წინ. დამტკიცებულია რომ ასეთ დროს, იმაზე მეტს ჭამთ, ვიდრე სინამდვილეში გინდათ. ამ დროს მიირთმევთ არა შიმშილის გამო, არამედ გასართობად, მექანიკურად.