რა ნიშნებით ხასიათდება ეპილეფსია და რომელ ასაკში ვლინდება? - Gemrielia.ge

რა ნიშნებით ხასიათდება ეპილეფსია და რომელ ასაკში ვლინდება?

ეპილეფსიისა და ძილის დარღვევის სპეციალისტი, ექიმი ნინო გზირიშვილი გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა არის ეპილეფსია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა არის ეპილეფსიის გამოვლინების ყველაზე ადრეული ასაკი:

- ეპილეფსია თავის ტვინის ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიური შეტევებით, ეპილეფსიური გულყრებით ხასიათდება. ეპილეფსიური გულყრა შეიძლება გენერალიზებული, კრუნჩხვითი ფორმის იყოს. მოსახლეობას ხშირად ჰგონია, რომ ეპილეფსიის დროს მხოლოდ ამ ფორმის გულყრა არსებობს. თუმცა, ეპილეფსიური შეტევები ბევრნაირია. დაახლოებით, 40 ტიპის გულყრა არსებობს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ხასიათდება. მაგალითად, ნათელი ცნობიერების ფონზე, შესაძლებელია პაციენტს გარკვეული აურა, ანუ წინასწარი შეგრძნება ჰქონდეს, რაც მიგვითითებს, კონკრეტულად რომელი წილის ეპილეფსიაზე გვაქვს საუბარი. მაგალითად, შესაძლოა, გამოხატული იყოს დეჟავუ, კუჭის აირიდან ზემოთ აღმავალი სიმხურვალის შეგრძნება, განგაშის შეგრძნება, ტაქიკარდია, შიშის შეგრძნება, სხვა სამყაროში გადასვლის შეგრძნება. კეფის ეპილეფსიის დროს შესაძლოა, მაგალითად, ფერადი ბურთებისა გამოჩენა და უეცრად გაქრობა. ასევე, ძალიან საყურადღებოა გენერალიზებული ეპილეფსიის სიმპტომები. მაგალითად, როგორიცაა, დილით უეცარი შეკრთომის ეპიზოდები...განაგრძეთ კითხვა