"ეს საკვები სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის..." - გიორგი ღოღობერიძე 4 ტიპის საკვებს ასახელებს
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ასახელებს 4 ტიპის საკვებს, რომლებიც ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საზიანოა და სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის:
- სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ხშირად ჩვენივე ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი ვართ ხოლმე. როცა მაღაზიაში შევდივართ, უმეტესად, ისეთ რაღაცებს ვარჩევთ, რაც მალე მზადდება. გეტყვით 4 პროდუქტს, რომელთა ყიდვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს ასაკს:
სწრაფი კვების საშუალებები, როგორებიცაა, სნექები, ჩიფსები თუ სხვა - ძალიან ცუდი საკვებია, განსაკუთრებით ონკოლოგიის განვითარების კუთხით. ჩემი რჩევა იქნება, რომ მსგავს საკვებს მაქსიმალურად მოვერიდოთ.
გაყინული პროდუქტებში ძალიან ბევრი შემნახველი საშუალებაა დამატებული, რომ არ გაფუჭდეს და დიდხანს გაძლოს. ის რაღაცები, რაც საკვებს ინახავს, ჩვენში ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამიტომ, გაყინული ხორცპროდუქტები არ შევიძინოთ...განაგრძეთ კითხვა