როგორ მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის
ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული სანახაობაა, რომელსაც მილიონობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოდან მოუთმენლად ელოდება. ბევრისთვის ეს არა მხოლოდ საყვარელი გუნდის მხარდაჭერის პერიოდია, არამედ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დაუვიწყარი წუთების გატარების შესაძლებლობაც. იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ჩემპიონატის დღეები, მნიშვნელოვანია გონივრულად მოემზადოთ, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოთ და გაერთოთ.
შექმენით შესაბამისი ატმოსფერო
ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების პირველი ნაბიჯი სწორი ატმოსფეროს შექმნაა. გააფორმეთ თქვენი ოთახი თქვენი საყვარელი გუნდის ან ეროვნული ნაკრების თემატიკით. გამოიყენეთ დროშები, პლაკატები და სხვა თემატური ნივთები სპორტული და სადღესასწაულო სულისკვეთებისთვის. არ დაივიწყოთ მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო აღჭურვილობა: დარწმუნდით, რომ თქვენი ტელევიზორი ან პროექტორი აჩვენებს გამოსახულებას კარგი ხარისხით. ხმა კი იქნება მკაფიო და ხმამაღალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლუთუზ დინამიკები. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი კომფორტული ადგილი ყველა სტუმრისთვის. მოათავსეთ ბალიშები, რომ ყველამ თავი კომფორტულად იგრძნოს.
მოამზადეთ თქვენი მატჩის განრიგი
დაგეგმეთ თქვენი მატჩები და გაითვალისწინეთ თამაშების დაწყების დრო, რომლის ყურებას გეგმავთ. ეს დაგეხმარებათ არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მომენტები და წინასწარ დაგეგმოთ თქვენი გრაფიკი. ამობეჭდეთ მატჩების კალენდარი და ჩამოკიდეთ თვალსაჩინო ადგილას, რათა არ გამოგრჩეთ თამაშები.
მოამზადეთ სასმელი და ხემსი
არც ერთი საფეხბურთო მატჩი არ არის სრულყოფილი ხემსისა და ლუდის გარეშე. ლუდთან მისაყოლებლად შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის დაფა.
რომელი სახეობის თევზი უხდება ლუდს:
ცივად შებოლილი სკუმბრია ან ქაშაყი - დაჭერით პატარა ნაჭრებად. შეგიძლიათ ასევე მოხარშოთ კარტოფილიც, მარილიანობის გასანეიტრალებლად.
ნორვეგიული ორაგული - შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი სენდვიჩები, ჭვავის პურით, კრემყველით და ავოკადოს ნაჭრებით.
გემრიელი ალტერნატივა იქნება ასევე შებოლილი ყველის ჩხირები „ლუდისა“, რომელიც ასევე იდეალურია ლუდთან მისაყოლებლად. ყველის ჩხირებთან ერთად მაგიდაზე მიიტანეთ მიწის თხილი, კრეკერები, გრისინები ან მარილიანი ჩხირები.
მოამზადეთ ადგილი საკვებისა და სასმელების დასადებად, რათა ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მომზადება. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩემპიონატის დროს შეიძლება იყოს როგორც გამარჯვება, ასევე მარცხი. შეინარჩუნეთ სპორტული განწყობა და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს, პირველ რიგში, ფეხბურთის და მეგობრობის დღესასწაულია. გადაერთეთ პოზიტიურ ემოციებზე და ისიამოვნეთ ყოველი წამით.
ამ რჩევების დაცვით შეგიძლიათ შეუქმნათ დაუვიწყარი ატმოსფერო თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს.