"ხორციან კერძთან პური ან კარტოფილი არ გამოიყენოთ, უმჯობესია, მიირთვათ..." - რას გირჩევთ ენდოკრინოლოგი და როგორ ჯობს თქვენი საყვარელი საკვების განაწილება?
ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად:
- თუ ხორციან კერძს მივირთმევთ, უმჯობესია, პური აღარ გამოვიყენოთ. პურის ნაცვლად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა მივირთვათ. ასევე, პური და მაკარონი ერთად არ მივირთვათ, არც ხორცისა და კარტოფილის კომბინაციაა რეკომენდებული. თუ მაკარონი, პური გვინდა, უმჯობესია, ბოსტნეულის კერძთან ერთად მივიღოთ.
ენდოკრინოლოგი ასევე განმარტავს, დღის განმავლობაში როდის ჯობს ტკბილეული მივიღოთ და ამავდროულად, რეკომენდაციით განსაკუთრებით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს:
- ყველაზე იდეალური ვარიანტია, ტკბილეული რაციონში ხილის სახით ჩავრთოთ. მაგრამ, ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეიძლება, ნაყინიც მოგვინდეს, შოკოლადიც, ნამცხვარიც... თუ პაციენტი ყოველდღიურად სწორად იკვებება, ექიმის რეკომენდაციებს 80%-ით ასრულებს, 20%-ს დიაბეტი "აპატიებს“...განაგრძეთ კითხვა