"ხშირი მთქნარება შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლინება იყოს..." - ჯანმრთელობის 6 სახიფათო მდგომარეობა - Gemrielia.ge

"ხშირი მთქნარება შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლინება იყოს..." - ჯანმრთელობის 6 სახიფათო მდგომარეობა

მთქნარება ყველაზე ხშირად ძილის ნაკლებობის, გახანგრძლივებული ერთფეროვანი მოქმედებების და მოწყენილობის ფონზე გვეწყება. მაგრამ ხანდახან მთქნარება შეიძლება სხვადასხვა დაავადების გამოვლინებაც იყოს. ამისათვის ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა სიმპტომებს. ხშირი მთნარება შეიძლება მიუთითებდეს სამედიცინო მდგომარეობაზე, რომლის იგნორირება შეუძლებელია.

ძილის აპნოე

ეს არის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ძილის დროს სუნთქვა ჩერდება. ხშირად ეს ხდება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანული პათოლოგიის, ხორხისა და სასის კუნთების შესუსტების, ჭარბი წონის გამო.

ანემია

ანემია ვითარდება, როდესაც ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდებაა ორგანოებში, განსაკუთრებით ტვინსა და გულში. ჟანგბადის ნაკლებობის გამო, სხეული მთქნარებას იწყებს იმ იმედით, რომ ეს ხელს შეუწყობს ჟანგბადით მომარაგებას. ანემიას ახასიათებს ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. მაგრამ ისინი თავისთავად არ გაქრება. იმისათვის, რომ გაიგოთ, გაქვთ თუ არა ანემია, უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი რკინის, ფერიტინისა და ვიტამინ B12-ზე. ანემია სწრაფად გამოსწორდება მედიკამენტებით.

სხვადასხვა ფსიქო-ემოციური აშლილობა

ხშირი მთქნარება ასევე სტრესის, დეპრესიისა და გაზრდილი შფოთვის ფონზე ვითარდება. ამაში ჰიპოთალამუსი მონაწილეობს. ის დაკავშირებულია ჰიპოფიზის ჯირკვალთან და თირკმელზედა ჯირკვალთან, რომლებიც ჰორმონ ადრენალინს წარმოქმნიან. სტრესის დროს მიიღება სიგნალი, რომ აუცილებელია კორტიზოლის გამომუშავება და სწორედ ეს ჰორმონი იწვევს მთქნარების პროვოცირებას. ასე ცდილობს სხეული გაუმკლავდეს სტრესს...განაგრძეთ კითხვა