სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან" - Gemrielia.ge

სამფეროვანი შოკოლადის კრემის რეცეპტი "შოკოლადის ოქროს წიგნიდან"

გა­მო­დის 6 ულუ­ფა. მომ­ზა­დე­ბის დრო: 30 წთ + 3 სთ გა­სა­ცი­ვებ­ლად.

რე­ცეპ­ტი გახ­ლავთ "შო­კო­ლა­დის ოქ­როს წიგ­ნი­დან", რო­მელ­შიც 300-ზე მეტი გა­სა­ო­ცა­რი დე­სერ­ტის რე­ცეპ­ტი დაგ­ხვდე­ბათ. სა­უ­კე­თე­სო დე­სერ­ტე­ბი, ღვე­ზე­ლე­ბი, ტარ­ტე­ბი, მა­ფი­ნე­ბი, კექ­სე­ბი, პუ­დინ­გე­ბი, კრე­მე­ბი, ტორ­ტე­ბი, ნა­ტი­ფი დე­სერ­ტე­ბი, ნა­ყი­ნი, სას­მე­ლი, კან­ფე­ტე­ბი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი თავ­მოყ­რი­ლია ამ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ წიგნ­ში, რო­მე­ლიც თქვენ­თვის შე­იქ­მნა. წიგ­ნის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში ასე­ვე გა­ეც­ნო­ბით შო­კო­ლა­დის ის­ტო­რი­ას ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე.

shokoladi-39528-1719397697.png

ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი:

  • 375 მლ ნაკ­ლებ­ცხი­მი­ა­ნი ნა­ღე­ბი
  • 1 ვა­ნი­ლის ჩხი­რი (ორად გახ­ლე­ჩი­ლი და გა­მო­ფხე­კი­ლი)
  • 90 გ. შავი შო­კო­ლა­დი (მი­ნი­მუმ 60%-იანი კა­კა­ოს შემ­ცვე­ლო­ბით)
  • წვრი­ლად დაჭ­რი­ლი 90 გ. რძი­ა­ნი შო­კო­ლა­დი
  • 90 გ. თეთ­რი შო­კო­ლა­დი
  • 6 დიდი კვერ­ცხის გული
  • 100 გ. შა­ქა­რი
  • 1/4 ჩ/კ. მა­რი­ლი

7bbc116b-ec40-4226-b58f-977611ef425f-39719-1719397765.jpg

მომ­ზა­დე­ბის წესი:

  1. ნა­ღე­ბი და ვა­ნი­ლის ჩხი­რი ქვაბ­ში მო­ა­თავ­სეთ და სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე ადუ­ღე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ. ქუ­რი­დან გა­დად­გით და 10 წთ-ით გა­ა­ჩე­რეთ.
  2. სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბის შო­კო­ლა­დი ცალ-ცალ­კე ცე­ცხლგამ­ძლე ჭურ­ჭელ­ში ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე გა­ად­ნეთ. შემ­დეგ სა­მი­ვე ქუ­რი­დან გა­დად­გით და გა­ა­ცი­ვეთ.
  3. სა­შუ­ა­ლო ზო­მის ქვა­ბის 1/3 წყლით გა­ავ­სეთ და წა­მო­ა­დუ­ღეთ.
  4. კვერ­ცხის გუ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჯამ­ში მო­ა­თავ­სეთ, ჯამი მდუ­ღა­რე წყლი­ან ქვაბ­ში ჩად­გით და გუ­ლე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ თქვი­ფეთ, სა­ნამ მასა სპე­ცი­ა­ლუ­რი თერ­მო­მეტ­რით გა­სინ­ჯვი­სას 80 გრა­დუს C-ს არ უჩ­ვე­ნებს. აცა­დეთ გაგ­რილ­დეს.
  5. 2-2 კვერ­ცხის გული სა­მი­ვე ჯამ­ში თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლეთ და ერ­თგვა­რო­ვა­ნი მა­სის მი­ღე­ბამ­დე თქვი­ფეთ.
  6. შა­ქა­რი და მა­რი­ლი პა­ტა­რა ჯამ­ში შე­უ­რი­ეთ და ეს ნა­ზა­ვიც თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლეთ შო­კო­ლა­დი­ან ჯა­მებ­ში. ური­ეთ, სა­ნამ შა­ქა­რი ბო­ლომ­დე გად­ნე­ბა.
  7. ნა­ღე­ბი­დან ვა­ნი­ლის ჩხი­რი ამო­ი­ღეთ. ნა­ღე­ბი ჯა­მებ­ში გა­ა­ნა­წი­ლეთ და კარ­გად ური­ეთ.
  8. ჯა­მე­ბი ისევ ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე დად­გით და სა­მი­ვე მა­სას იქამ­დე ური­ეთ, სა­ნამ კოვ­ზს კარ­გად მი­ეკ­რო­ბა.
  9. მო­ამ­ზა­დეთ 6 დიდი ჭიქა. კრე­მე­ბი შიგ ფე­ნე­ბად ჩა­დეთ და და­ახ­ლო­ე­ბით 3 სთ-ით მა­ცი­ვარ­ში მო­ა­თავ­სეთ, სა­ნამ შე­იკვრე­ბა.