"ამ პროდუქტებთან ფრთხილად უნდა იყოთ..." - როგორ უნდა იკვებოთ მაღალი წნევის დროს და რას გვირჩევს პირადი ექიმი მარი მალაზონია
პირადი ექიმი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ამ პრობლემასაც ვებრძოლოთ და თირკმლის ჯანმრთელობაც დავიცვათ.
- თუ ჩვენ არტერიულ ჰიპერტენზიას ვმართავთ, ამით ავტომატურად გულს, თავის ტვინს, თირკმელსა და ნებისმიერ სხვა ორგანოს დავიცავთ. თირკმლის დასაცავად კვების ის მოდელი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლადაა ჩაფიქრებული. არსებობს კვების მოდელი, რომელიც თირკმელს დაიცავს. რასაკვირველია, ამ მოდელში ყველა ის პროდუქტია გათვალისწინებული, რომლებსაც ბალანსირებისას, წონასწორობის შენარჩუნებისას ვიყენებთ. სულ 5 საფეხური უნდა გავითვალისწინოთ.
პირველი საფეხური მარილი და ნატრიუმია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური, რომელსაც ყველა სამედიცინო სკოლა განიხილავს, როგორც მთავარ ინსტრუმენტს თირკმლის ჯანმრთელობის მართვისას. განსაკუთრებით მაშინ, როცა თირკმელს უკვე დადასტურებული პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის შემცველობას გულისხმობს, ნატრიუმის შესახებ ინფორმაციას ცალკე გამოვყოფთ. კვების რაციონში არა უბრალოდ სუფრის მარილის გადათვლა გვჭირდება, არამედ, საკუთრივ, ნატრიუმის შემცველობის გადათვლაც იმისათვის, რომ თირკმელი დავიცვათ. თუ ჯანმრთელი ადამიანისათვის 5-6 გრამი, ანუ 1 ჩაის კოვზი მარილი, 2300 მილიგრამი ნატრიუმი დღიურად დასაშვებია, როგორც მზა სახით, ასევე კერძების მომზადებისას გამოყენებული,თირკმლის პათოლოგიის დროს ამავეს ვერ ვიტყვით. გვჭირდება მარილის რაოდენობრივად შემცირება და სულ ცოტა ნატრიუმის 1500-1200 მილიგრამამდე შემცირებაც. ეს უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა...განაგრძეთ კითხვა