რა სასარგებლო თვისებები აქვს რეჰანს?
• ხალხური მედიცინა გვირჩევს რეჰანის აბაზანას, როგროც დამამაშვიდებელ საშუალებას.
• რეჰანის ნახარშს სვამენ ხველების, თავის ტკივილის, შარდსასქესო ორგანოების ანთების დროს.
• რეჰანის ეთერზეთს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება
• რეჰანის ზეთის არომათერიპია ხსნის სტრესს, დადებითად მოქმედებს უძილობის, მოუსვენრობის დროს.
• რეჰანის ჩაი ნერვებს აწყნარებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთი. დალიეთ ½ ჭიქა ერთ მიღებაზე. შეგიძლიათ მაქსიმუმ 4-ჯერ დალიოთ დღეში.
• ეს ჩაი კარგად მოქმედებს ღებინებისა და გულზიდვის დროსაც.
• თუ დილით თაფლიან რეჰანის ჩაის დალევთ, ენერგია მთელი დღე გაგყვებათ.
• თუ ტრანსპორტი და მგზავრობა ცუდად გხდით, თავბრუსხვევას და გულისრევის შეგრძნებას იწვევს, შეგიძიათ ღეჭოთ რეჰანის ფოთოლი მგზავრობის დროს.
• ტომსიკაში გამოკრული გამხმარი რეჰანი კარადაში კარგ სურნელს დაატრიალებს და ტანსაცმელს ჩრჩილისგან დაიცავს