სად ვყიდით და ვყიდულობთ კარტოფილს?
2024 წლის იანვარ-მაისში ქართული წარმოების კარტოფილის ექსპორტი წლიურად 334%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის პირველ 5 თვეში ადგილობრივ ექსპორტზე 173 ათასი დოლარის 1 106 ტონა კარტოფილი გავიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 750 ათასი დოლარის 2 246 ტონა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს 1 კგ-ის საექსპორტო ფასი 0.15 დოლარი იყო, მიმდინარე წელს კი 0.33 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული წარმოების კარტოფილი საექსპორტო ფასი 120%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის იანვარ-მაისში კარტოფილის ადგილობრივი ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა:
- აზერბაიჯანი - 743 470 დოლარი 2 225 ტონა
- ბელარუსი - 6 280 დოლარის 21 ტონა