რა იწვევს ჭარბოფლიანობას და რომელი დეოდორანტების გამოყენებაა დაუშვებელი - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები
ოფლი გამჭვირვალე სითხეა, რომელიც კანში არსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლებიდან გამოიყოფა. შედგება წყლისგან, ცოტაოდენი შარდოვანასგან, მარილებისგან, ცხიმებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან. მასთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
ოფლი კანის ზედაპირიდან ორთქლდება და ორგანიზმს აგრილებს. კანის სხვადასხვა უბანი სხვადასხვანაირად ოფლიანდება, ყველაზე ხშირად - ხელისგულები, ტერფები, იღლიის ქვედა მიდამო, შუბლი, ლოყები, მკერდი.
ოფლი ადამიანისთვის თითქოს ჩვეულებრივი რამ არის ზაფხულში, როდესაც ატმოსფერული ტემპერატურა მაღალ ნიშნულს აღწევს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს, ოფლს ჭარბი რაოდენობით გამოყოფენ.
რა იწვევს მას და როგორ ავიცილოთ თავიდან ოფლიანობა, ამ თემაზე ექიმი-ენდოლრინოლოგი - ლაშა უჩავა გვესაუბრება:
- ჯანმრთელი ადამიანი ფიზიოლოგიურად დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით, 400-500 გრამადე ოფლს გამოჰყოფს, მაგრამ ეს შესამჩნევი არ არის, რადგანაც სწრაფად ხდება კანის ზედაპირიდან მისი შრობა. თუმცა როცა უკვე ოფლიანობა პათოლოგიურად მიგვაჩნია (ღამის პერიოდში, ძილის დროს ადამიანი დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს), დასაფიქრებელია.
ამასთან, ზაფხულის სეზონზე, ცხადია, დიდი რაოდენობით წყალს ვიღებთ და შესაბამისად, ოფლსაც ასეთივე რაოდენობით გამოვყოფთ, - ეს ერთმანეთთან კავშირშია. ოფლის გამოყოფის გამო, დეჰიდრადაცია რომ არ განვითადეს, ზაფხლის სეზონზე წყლის მიღება უნდა გაიზარდოს...
მაგრამ როცა, ზაფხულში ადამიანებს ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ და თან, ლოკალურად (სხეულის გარკვეულ ადგილებში), შეიძლება იყოს სისტემურიც (მთელი სხეულის ზედაპირზე) - ორივე მათგანი სხვდახვა დაავდებას უკავშირდება. რაც შესაძლოა, ენდოკრინული პათოლოგიების, როგორიც არის ფარისებრი ჯირკვალი, სიმსუქნე (ჭარბი წონა), შაქრიანი დიაბეტი, ან კალციუმის დონის დაქვეითება, მიზეზი აღმოჩნდეს; ხოლო წელიწადის ნებისმიერ დროს ოფლიანობა ასევე დამოკიდებულია ვიტამინების დეფიციტთან. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში მკვეთრადაა ეს გამოხატული...
როდესაც ადამიანს ჭარბი ოფლიანობა აწუხებს, მისი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს - რა მიზეზით არის გამოწვეული აღნიშნული პრობლემა. გარდა ენდოკრინული სისტემისა, ოფლიანობა შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს ნევროლოგიურ სტატუსთან, როდესც ადამიანს გარკვეული ემოციური ლაბილობა აქვს, ან ფსიქოემოციური სტატუსია მომატებული, ადვილად აგზნებადია და ა.შ. ამ საკითხში შეიძლება ჩაერთოს როგორ ენდოკრინოლოგი, ასევე ნევროლოგი...განაგრძეთ კითხვა