რა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - რას გვირჩევს ექიმი?
კონდიციონერს ცხადია გამაგრილებელი ფუნქცია აქვს და დასიცხული ადამიანების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს, მაგრამ რიგი დაავადებების პროვოცირებაც შეუძლია.
რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს კონდიციონერს ადამიანის ჯანმრთელობაზე და უშუალოდ რომელ დაავადებებს იწვევს ორგანიზმში - ამ საკითხებზე გვესაუბრება კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
სპეციალისტის თქმით, კონდიცირებისას ჰაერის გამოშრობა ხდება, დეიონიზაცია. გარემო იონებისგან იცლება, არადა, იონები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ირღვევა თერმორეგულაცია (გარეთ 40 გრადუსი სიცხეა და შიგნით - 20 გრადუსამდე გაციებული ოთახი), რისთვისაც ადამიანის ორგანიზმი მზად არ არის.
როგორც ექიმი ამბობს, კონდიციონერი ყველაფერთან ერთად, ბაქტერიების გავრცელების წყაროა (განსაკუთრებით, ცენტრალიზებული კონდიცირება) და საქმე გვაქვს ბაქტერიულ ფლორასთან, ანუ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან, დაბინძურებულ ფილტრებს ჰაერთან ერთად, ბაქტერიული ფლორა შემოაქვს (ბაქტერიები, მიკრობები, ათასი ინფექციის გამავრცელებელი ელემენტი).
- ეს ყველაფერი ხომ გარეთ, ატმოსფეროშიც ტრიალებს და მათ ისედაც შევისუნთქავთ...
- კი, მაგრამ გარეთ გაშლილი გარემოა, აქ კი მოკლე ფილტრებში ხდება ბაქტერიების ჩაბუდება და შემდეგ იმ სივრცეში გავრცელება, სადაც ვიმყოფებით. ეს იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერს სათანადოდ არ ვუვლით...
- უშუალოდ რა დაავადებებს იწვევს?
- ისეთ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, როგორიც არის გაციება, ვირუსული ინფექციები, ტრაქეიტი, ბრონქიტი, სინუსიტის, ფარინგიტი, პნევომონია, შარდ-სასქესო სისტემების დაავდებები (განსაკუთრებით ქალებში, ცისტიტის სახითაა გამოხატული), საყრდენ-მამოძრავებელი და კუნთოვანი სისტემის დაავადებები, მიოზიტი, ნერვულ სისტემაზე გავრცელებული დაავადებები, ჰერპესი და ა.შ...განაგრძეთ კითხვა