"შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად..." - როგორ გამოიყურება რატი დურგლიშვილის აგარაკი, რომელიც მომღერალმა თავადვე დააპროექტა - Gemrielia.ge

"შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად..." - როგორ გამოიყურება რატი დურგლიშვილის აგარაკი, რომელიც მომღერალმა თავადვე დააპროექტა

მომღერალი რატი დურგლიშვილი სოციალურ ქსელში სააგარაკო სახლის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი დიზაინით, არამედ ფაქტობრივად საკუთარი ხელითაც მოაწყო.

"შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტების, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა ხედვის გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო", - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.