"წიწიბურა, მარგარინი..." - რომელი პროდუქტები გაიაფდა ივნისში?
საქსტატის მიხედვით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და ანტიბიოტიკები.
უფრო კონკრეტულად:
- ხახვი - 33%
- წიწიბურა - 27%
- კიტრი - 22%
- ლიმონი - 17%
- მზესუმზირის ზეთი - 14%
- სიმინდის ფქვილი - 13%
- მარგარინი - 11%
- მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 10%
- მანანის ბურღული - 9,4%
წყარო: BPN.GE