"ეს არის საუკეთესო პერიოდი სიმაღლეში ზრდისთვის..." - როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა, რომ ზრდა არ შეფერხდეს და რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი?
ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ზაფხულში, რომ სიმაღლეში ზრდის პროცესი არ შეფერხდეს:
- ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი გავაჯანსაღოთ, შევიარაღდეთ ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ. ზაფხულში ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ვიტამინებით მდიდარია. ასევე, დღეები გრძელია და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლაც აქტიურია. კარგი ამინდია, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო აქტიურები ვიყოთ. ჯამში, ეს ყველაფერი მეტაბოლიზმის აჩქარებას ხელს უწყობს. თუმცა, სამწუხაროდ, ზაფხულის ამ "საჩუქრებს" არასწორად ვიყენებთ, ვიწყებთ მკაცრ დიეტებს, გვინდა, რომ სწრაფად დავემშვიდობოთ მომატებულ კილოგრამებს და პირიქით, მეტაბოლიზმის პროცესს უფრო ვაუარესებთ და შესაძლოა, მკაცრი დიეტებით ზედმეტი კილოგრამებიც კი დავაგროვოთ.
ზაფხული იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში გვეხმარება. თუმცა, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტემპერატურა იმატებს. შესაბამისად, იმატებს ჩვენი სურვილიც, რომ გავგრილდეთ. განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში, მიირთმევენ ტკბილ გაზიან სასმელებს, ნაყინს, რასაც, ალბათ, სრულად ვერ ავკრძალავთ, მაგრამ მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ...განაგრძეთ კითხვა