მარტივი და გემრიელი რეცეპტები Keto’s kitchen corner-ისგან მთელი ოჯახისთვის - Gemrielia.ge

მარტივი და გემრიელი რეცეპტები Keto’s kitchen corner-ისგან მთელი ოჯახისთვის

Keto’s kitchen corner-მა მოგვიმზადა სწრაფი, მარტივი და ნოყიერი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, „კორიდას“ ხორცპროდუქტების გამოყენებით.

ძალიან გემრიელი ღვეზელი ბევრი ყველითა და ძეხვით

ზარმაცული, ძალიან გემრიელი და ამავდროულად ხრაშუნა ღვეზელის რეცეპტს გთავაზობთ. ეს იდეა გამოგადგებათ როგორც საუზმეზე, ასევე ვახშმადაც.

ინგრედიენტები:

  • ლავაში 3 ცალი
  • „კორიდას“ ძეხვი „კრაკოვური“ 1 ცალი
  • გახეხილი სულგუნი 250-300 გ.
  • კვერცხი 3 ცალი
  • რძე 1 ჭიქა
  • ქინძი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, დაჭერით „კორიდას“ კრაკოვური ძეხვი საშუალო ზომის ნაჭრებად. ასევე დაგჭირდებათ თხელი ლავაში, რომელიც ვიდეოში მოცემული ტექნიკით უნდა დაკეცოთ.
  2. ჩააფინეთ ლავაშის ფენები ფორმაში, ერთმანეთის გვედრით. ისე, რომ ფორმა გაივსოს.
  3. ფენებს შორის ჩააყოლეთ დაჭრილი ძეხვი.
  4. მოამზადეთ ზემოდან მოსასხმელი მასა: ათქვიფეთ კვერცხი მარილთან, რძესთან და პილპილთან ერთად.
  5. დაუმატეთ გახეხილი სულგუნი და წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მოასხით ლავაშს.
  6. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჯერ ქვედა წვაზე, შემდეგ ზედა წვაზე. დაახლოებით 15 წთ-ის განმავლობაში.

„კორიდას“ ტრადიციული სარდელით მომზადებული მადისაღმძვრელი სადილი

გთავაზობთ მარტივ და გემრიელ სადილის რეცეპტს. გარნირად კი ნებისმიერი თქვენთვის სასურველი რამ შეგიძლიათ მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • „კორიდას“ სარდელი ტრადიციული 1 შეკვრა
  • ხახვი 1 თავი
  • ნიორი 2 კბილი
  • მწვანე წიწაკა (სურვილისამებრ)
  • ქინძი
  • „სულგუნი“ გახეხილი
  • პომიდორი გახეხილი ან ტომატის წვენი
  • ზეთი
  • მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი

მომზადების წესი:

  1. „კორიდას“ ტრადიციული სარდელი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
  2. გაახურეთ ტაფა, მოასხით ცოტა ზეთი და დაბრაწეთ სარდელი.
  3. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, მწვანე წიწაკა.
  4. მოასხით გახეხილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ცოცხალი ქინძი.
  5. ბოლოს, მოაყარეთ გახეხილი „სულგუნი“. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, დააფარეთ თავსახური, გამორთეთ 2 წუთის შემდეგ.

ნოყიერი და გემრიელი საუზმე

წარმატებული დღის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ნოყიერი საუზმეა.

ინგრედიენტები:

  • პური
  • „კორიდას“ სოსისი ივერია
  • კვერცხი 2 ცალი
  • მარილი, პილპილი
  • ყველი გახეხილი
  • ცოტა წყალი

მომზადების წესი:

  1. დაჭერით პური, ამოაჭერით გული, დაჭერით სოსისი პატარა ნაჭრებად.
  2. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. ცოტა წყალი და გახეხილი ყველი.
  3. პურის ნაჭრები მოათავსეთ გახურებულ კარაქიან ტაფაზე, გული გაავსეთ სოსისის ნაჭრებით და გადაიტანეთ მათზე კვერცხიანი მასა.
  4. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  5. ზედა მხარე ოდნავ მომშრალი რომ გახდება, ამოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც.
  6. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გემრიელად მიირთვით!