"ამის შემდეგ მინიმუმ, 1 საათი ყავის დალევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება..." - ნუტრიციოლოგი გვაფრთხილებს
ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელ პროდუქტებთან და მედიკამენტებთან არ შეიძლება ყავის მალევე მიყოლება და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ზიანი თავიდან აირიდოთ:
- საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ძალიან ხშირია. ლევოთიროქსინს ბევრი პაციენტი იყენებს. ამ პრეპარატის მიღების შემდეგ, მინიმუმ, 1 საათი ყავის დალევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე, ქალბატონები, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებენ, ინტერვალის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ყავის დალევა ამ პრეპარატების მოქმედებას ამცირებს. ყურადღებით უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ასთმა. რა თქმა უნდა, მკურნალ ექიმს უნდა გაესაუბრონ, მაგრამ ასთმის ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის დროს ყავის დალევა მცირე დოზითაც არ შეიძლება. თუ პაციენტი კონკრეტულად რომელიმე ცალკეულ ვიტამინს, განსაკუთრებით, დეფიციტის შესავსებად იყენებს, უმჯობესია, ყავის დალევასა და ვიტამინის მიღებას შორის, მინიმუმ, 1-საათიანი ინტერვალი დაიცვას...განაგრძეთ კითხვა