"თუ ოჯახის შექმნა გსურთ, არჩევანი ამ ნიშნებზე უნდა გააკეთოთ" - ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ მამაკაცთან ჯობს მეგობრობა და რომელთან რომანის გაბმა?
ქალების დიდი ნაწილი, მიიჩნევს, რომ მამაკაცთან მეგობრობა შეუძლებელია. თუმცა, არც მთლად ასეა საქმე. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომლის გავლენის ქვეშ დაბადებული მამაკაციც მეგობრად გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიდრე მეუღლედ და ან საყვარლად. ამიტომ დღეს ზუსტად იმაზე ვისაუბრებთ, ვისთან ჯობია მეგობრობა და ვისთან რომანის გაბმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მაშ ასე, მეგობრობით დავიწყოთ. საიმისოდ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ, გვერდით ინტელექტუალური თანამოსაუბრე გყავდეთ და ხშირად იცინოთ სასურველია, ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული ან თევზები მამაკაცი შეარჩიოთ. ტყუპი და მერწყული გასაოცარი ერუდიციით გამოირჩევა, სასწორს დახვეწილი გემოვნება აქვს და შეგიძლიათ შოპინგზეც გაიყოლოთ, მშვილდოსანთან ერთად არაჩვეულებრივად იმოგზაურებთ, ხოლო თევზების ნიშნით დაბადებული მამაკაცი თქვენი საუკეთესო გულის მესაიდუმლე, მრჩეველი და პირადი ფსიქოლოგი იქნება.
მხურვალე რომანის გასაჩაღებლად კი ლომი, მორიელი ან ვერძი ეძებეთ...განაგრძეთ კითხვა